დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა „კურიერთან“ კოვიდპანდემიის მეეექვსე ტალღის მიმდინარეობაზე ისაუბრადა აღნიშნა, რომ მომავალი კვირიდან მოსალოდნელია ინფიცირების შემთხვევების შემცირება.
“ერთმნიშვნელოვნად ვფიქრობთ, რომ პიკში ვართ და ძალიან გვინდა, რომ სწრაფად გადავიაროთ ეს პიკი, სხვადასხვა საერთაშორისო პროგნოზირებით თითქოს გადავლილია ეს პიკი, მაგრამ ჯერ ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ ამაში. ამ კვირაში შემთხვევათა რაოდენობა იმერყევებს, ალბათ, იმავე ფარგლებში და დიდი ალბათობით, იქითა კვირიდან უნდა ველოდოთ, რომ დაიწყებს შემცირებას,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კომენტარები