უფლებადამცველი სოფიო ხორგუანი სოციალურ ქსელში წერს:
„თურნავა და ტიკარაძე მოსახსნელია, რომ დავწერე, მაშინ გადამეკიდნენ ღარიბაშვილის უზრდელი ქალები და კაცები და არ დაოკდნენ მას მერე. თუმცა, რაც ღარიბაშვილმა თავს დამართა, გარედან ვერავინ ავნებდა ასე. ღვარძლის ნთხევით, ჭორაობით, ბაქი-ბუქობით, გაჭიჭყინებითა და ბოღმა-შურით კარგი საქმეები ვერ კეთდება, ვერ აშენდება ისეთი სახელმწიფო, რომელიც ჩვენს სამშობლოს დაიცავს და ხალხს კეთილდღეობას მოუტანს. ძვ. ბეჩოური ნათქვამი“ – წერს ხორგუანი.
კომენტარები