ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს, რომ მობილურ ტელეფონზე შეცდომით სხვა ადამიანის კოვიდ-ტესტის პასუხი მიუვიდა.
„შეეშალათ.გუშინ კოვიდზე არც გამოვკვლეულვარ, არც ინფიცირებული ვარ.იქნებ ვინმემ იცნოს პირადი ნომრის ეს მონაცემი.ვინ იცის, პასუხს როგორ ელოდება ან არ ჰგონია, რომ კოვიდდადებითია და გადაადგილდება და ანდაც უყურადღებობაში დაადანაშაულოს ლაბორატორია.ჯანმრთელობა ამ პაციენტს და არამხოლოდ მას.დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი • NCDC & PH – წერს გოგა ჩანადირი.

კომენტარები