• რეკლამა
  • კონტაქტი
13:21, ორშაბათი, 1 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბორის ჯონსონმა უკრაინაში შექმნილ ვითარებას ევროპის უსაფრთხოების უდიდესი კრიზისი უწოდა

ალია ავტორი - ალია
19:03 02-10-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა უკრაინაში შექმნილ ვითარებას უწოდა ბოლო ათწლეულების „უსაფრთხოების უდიდესი კრიზისი ევროპაში“. გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ლიზ ტრასმა კი რუსეთს მოუწოდა აირჩიოს „დიპლომატიის გზა კონფლიქტის და სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად“. დასავლეთის ლიდერები დიპლომატიური გზებით უკრაინის საზღვრებთან შექმნილი ვითარების განმუხტვაზე მუშაობას აგრძელებენ.

ლიზ ტრასი ხუთშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. „ომი უკრაინაში ფუნდამენტურად კატასტროფული იქნება რუსი და უკრაინელი ხალხისთვის და ევროპის უსაფრთხოებისთვის. ნატომ გარკვევით განაცხადა, რომ უკრაინაში ნებისმიერ შეჭრას მასშტაბური შედეგები მოჰყვება და ეს ძვირი შედეგების მომტანი იქნება“ – უთხრა ლიზ ტრასმა სერგეი ლავროვს.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ურთიერთობების ნორმალიზაცია მხოლოდ „ორმხრივი პატივისცემით გამართულ დიალოგს“ შეუძლია. სერგეი ლავროვი ამბობს, რომ „იდეოლოგიური მიდგომა, ულტიმატუმები, მუქარა, ეს არის გზა არსაით“.

დასავლეთის მთავრობები რუსეთს მოუწოდებენ, გადადგას კრიზისის დეესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯები. კრემლმა უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტ ჯარისკაცს და საბრძოლო ტექნიკას მოუყარა თავი. მოსკოვმა შავ ზღვაშიც საბრძოლო ხომალდები შეიყვანა და დამატებით ათობით ათასი ჯარისკაცი და საბრძოლო ტექნიკა გააგზავნა ბელარუსში, უკრაინის მოსაზღვრე ქვეყანაში, სადაც ხუთშაბათს ერთობლივი საბრძოლო წვრთნები ოფიციალურად დაიწყო.

ხუთშაბათს უკრაინამაც დაიწყო საბრძოლო წვრთნები. განრიგის მიხედვით, ორივე წვრთნა 20 თებერვალს უნდა დასრულდეს.

ხუთშაბათს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ბრიუსელში ჩავიდა. შექმნილ კრიზისზე მას დისკუსია ჯერ ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ჰქონდა, შემდეგ კი პოლონეთის ლიდერებს შეხვდა. უკრაინაში შექმნილ ვითარებას ჯონსონმა უწოდა „ევროპის წინაშე არსებული უსაფრთხოების უდიდესი კრიზისი ათწლეულების მანძილზე“.

ბრიტანეთის პრემიერმა ევროპის ლიდერებს ნატოს მოკავშირეებთან სოლიდარობისკენ მოუწოდა. ჟურნალისტებთან საუბარში ჯონსონმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში შეჭრის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემები „პირქუშად“ გამოიყურება.

იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მან მოსკოვში ლავროვს წერილი გაუგზავნა და ის მოლაპარაკებათა დამატებით რაუნდზე მიიწვია, რათა ვითარების მოსაგვარებლად „დიპლომატიური გამოსავალი“ გამოინახოს. ნატოს გენერალური მდივნის თქმით, „ჩვენ მომზადებულნი ვართ რუსეთის შეშფოთებები მოვისმინოთ და მზად ვართ განვიხილოთ ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპების დაცვის და გაძლერების გზები, რაზეც ყველას ხელი გვაქვს მოწერილი“.

რუსეთი უკრაინაში შეჭრის გეგმებს უარყოფს და დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიის სახით ითხოვს, რომ მათ უკრაინას და საქართველოს უარი უთხრან ნატოში გაწევრიანებაზე. ამას გარდა, მოსკოვის მოთხოვნაა, ნატომ და მისმა მოკავშირეებმა, რუსეთის მახლობლად დასავლეთში განლაგებული ჯარები და სამხედრო აღჭურვილობა უკან დახიონ. ბელარუსში დააწყებული მასშტაბური წვრთნების თაობაზე კრემლი ამბობს, რომ მათი მიზანი „უსაფრთხოებისთვის შექმნილ უპრეცედენტო რისკებთან“ გამკლავებას ისახავს მიზნად.

სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთს არ აქვს ვეტოს დადების უფლება იმაზე, თუ ვინ გახდება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი. თუმცა, ნატო მზად არის რუსეთთან უსაფრთხოების ზოგიერთი საკითხი განიხილოს, როგორიცაა მაგალითად, სამხედრო წვრთნები და შეიარაღების კონტროლი. „განახლებული რუსული აგრესია ნატოს ძალების მეტად ყოფნას მოიტანს, არა ნაკლებად“.

„ამერიკის ხმა“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

საქართველოში #1 დეველოპერი „არქი“ და პირველი საერთაშორისო დეველოპერი საქართველოდან NEXT-ი, Swissôtel Kobuleti Beach Resort-ს ააშენებენ
ახალი ამბები

საქართველოში #1 დეველოპერი „არქი“ და პირველი საერთაშორისო დეველოპერი საქართველოდან NEXT-ი, Swissôtel Kobuleti Beach Resort-ს ააშენებენ

11:59 06-01-2026
ვიდეო – “გვინდა, რომ მათ ცხოვრებაში ყოველი დღე მხოლოდ მშვიდობიანი, ფერადი და ბედნიერი იყოს” – “ავერსი”
ახალი ამბები

ვიდეო – “გვინდა, რომ მათ ცხოვრებაში ყოველი დღე მხოლოდ მშვიდობიანი, ფერადი და ბედნიერი იყოს” – “ავერსი”

10:23 06-01-2026
“გამარჯვება გაზიარებით იწყება” – სოკარმა ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
ახალი ამბები

“გამარჯვება გაზიარებით იწყება” – სოკარმა ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო

08:00 06-01-2026
რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?
ახალი ამბები

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?

14:50 05-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved