• რეკლამა
  • კონტაქტი
11:08, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მაწონს ქართული გეოგრაფიული აღნიშვნა აქვს“ – საქპატენტი “მაცუნის” დასახელებით რძის პროდუქტის ტრანზიტის აკრძალვას ეხმაურება

ალია ავტორი - ალია
18:18 02-10-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
207

“საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – საქპატენტი​” საქართველოს მიერ სომხეთისთვის “მაცუნის” დასახელებით რძის პროდუქტის ტრანზიტის აუკრძალვას ეხმაურება.

საქპატენტი განმარტავს, რომ მაწონს ქართული გეოგრაფიული აღნიშვნა აქვს.

“მაწონი”- ქართული გეოგრაფიული აღნიშვნაა. ეს ნიშნავს, რომ პროდუქტის განსაკუთრებული თვისებები და რეპუტაცია სწორედ ამ გეოგრაფიულ ადგილთან (საქართველოს ტერიტორიასთან) და ადამიანურ ფაქტორთან არის დაკავშირებული.

“მაწონი” – ძროხის, კამეჩის, თხის და, იშვიათად, ცხვრის რძისაგან, ან მათი ნარევისაგან მიიღება. რძის რძემჟავურ დუღილს წარმართავს საქართველოს ტერიტორიულ სივრცეში გამოყოფილი, ადგილობრივი რძემჟავა ბაქტერიების შტამებისაგან შემდგარი დედო. მაწვნის დამზადება საქართველოში, საოჯახო პირობებში, უხსოვარი დროიდან წარმოებს.

რა არის გეოგრაფიული აღნიშვნა? – ის ინტელექტუალური საკუთრების ერთ-ერთი ობიექტია და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების კონკურენტუნარიანობისა და ექსპორტის პოტენციალის ზრდის თვალსაზრისით მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს.

კანონმდებლობით აკრძალულია რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნის ნებისმიერი პირდაპირი ან არაპირდაპირი კომერციული გამოყენება ისეთ პროდუქციასთან კავშირში, რომელზეც არ ვრცელდება რეგისტრაცია. დაუშვებელია რეგისტრირებული სახელით ნებისმიერი ისეთი სარგებლობა, რომელიც იყენებს აღნიშნული გეოგრაფიული აღნიშვნის რეპუტაციას.

“მაწონი” სხვა ქართულ გეოგრაფიულ აღნიშვნებთან ერთად, ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე დაცულია ევროკავშირის, შვეიცარიისა და დიდი ბრიტანეთის ტერიტორიებზეც.

რეგისტრირებულ გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების დარღვევა იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას,” – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

ცნობისთვის, სააგენტო Арменпресс სომხეთის ეკონომიკის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველომ ქვეყანას “მაცუნის” დასახელებით რძის პროდუქტის ტრანზიტი აუკრძალა. სომხეთს “მაცუნის” სამარკო ნიშნით პროდუქტი საქართველოს გავლით რუსეთში გაჰქონდა. გავრცელებული ინფორმაციით, აკრძალვა 2021 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა და ამის მიზეზად ქართულმა მხარემ პროდუქტის სახელწოდების მსგავსება დაასახელა მაწონთან, რომლის დასახელებაც საქართველოს გეოგრაფიულ სავაჭრო ნიშნად აქვს დარეგისტრირებული.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved