• რეკლამა
  • კონტაქტი
07:28, ხუთშაბათი, 6 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გამოძიება უნდა დაიწყოს ვახტანგ გომელაურის, მისი შვილისა და გერმანიაში საქართველოს ელჩის, კორუმპირებული ლევან იზორიას წინააღმდეგ, იზორიამ გადაჭამა თავდაცვის სამინისტრო და ახლა, ფაქტობრივად, ისვენებს გერმანიაში” – დავით ნემსაძე

ალია ავტორი - ალია
23:20 02-09-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
487

ლევან ჯავახიშვილი

“ალიას” ესაუბრება “არმიის სამოქალაქო კონტროლის” ჯგუფის ხელმძღვანელი, საფრანგეთში პოლიტიკურ  დევნილობაში  მყოფი, დავით ნემსაძე.

– დავით, როგორც ამბობენ, სამთავრობო ცვლილებები იგეგმება. შენ განსაკუთრებით ნეგატიური დამოკიდებულება გაქვს შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მიმართ. როგორ ფიქრობ, დატოვებენ მას თუ ახალი შს მინისტრი გვეყოლება?

– ნეგატიური დამოკიდებულება ვახტანგ გომელაურის მიმართ იმიტომ მაქვს, რომ ბევრი ცუდი  აქვს ჩადენილი. მის ხელში ძალიან ბევრი ბერკეტია, შეუძლია, დააწყნაროს, დაამშვიდოს, ნორმალური დღის წესრიგში წარმართოს თანამოქალაქეთა ცხოვრება. ასევე, შეუძლია შერჩევითობით, ნეპოტიზმით, პოლიტიკური პოლიციის შექმნით ძირს დასცეს  მთელი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესები, რისი დაცვაც შს სამინისტროს მოვალებაა. სამწუხაროდ, ვახტანგ გომელაური ამ მეორე გზით წავიდა. ვახტანგ გომელაური ჯერ სუს-ის უფროსი იყო, ახლა შს მინისტრია და ეს ადამიანი ამხელა პოსტებზე მოხვდა ყოველგვარი შესაფერისი წარსულის გარეშე, არც პოლიტიკური წარსული ჰქონია, არც ძალოვან უწყებებში უმსახურია ისეთ თანამდებობებზე, რომ ამხელა პოსტებზე მუშაობა დაემსახურებინა. ის მხოლოდ იმიტომ გახდა ამხელა ფიგურა ძალოვანებში, რომ ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი იყო. უშიშროებაში მუშაობისას დატოვა სისხლიანი კვალი. ახალგაზრდა, უდანაშაულო თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს მისმა სპეცრაზმელებმა და ამ ოპერაციას თავად გომელაური ხელმძღვანელობდა. ახლა, ისნის მეტროს პოლიციაში, როგორც თავად უყვართ თქმა, “მეტროს ბუტკაში”, მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყების თანამშრომელმა, პოლიციელად წოდებულმა, შეზღუდული უნარების მქონე ახალგაზრდა სცემა დაუნდობლად, მეორე პოლიციელი, კი ამას მშვიდად უყურებდა. ფაქტობრივად, ეს იყო წამება, არაადამიანური მოპყრობა და ამ ფაქტმა, ამ არასრულწლოვანის ცემის ფარულად გადაღებულმა ვიდეომ, არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები აღაშფოთა. ეს იყო პოლიციელის ძალადობის კლასიკური მაგალითი და ეს მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ იხილა და დაგმო. 15 წლის ლუკა სირაძემ თავი რომ მოიკლა, მაშინ გომელაური იყო შს მინისტრი, ვინც ბავშვი მიიყვანა თვითმკვლელობამდე, ვინც მას ზეწოლით აღიარებითი ჩვენება ჩამოართვა, პოლიციის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი ვითომ დასაჯეს, 3 წელი მიუსაჯეს და წელიწადნახევარში გამოუშვეს ციხიდან. ახლა მეტროს იმ პოლიციელებსაც სჯიან, რომელმაც შეზღუდული უნარების მქონე ახალგაზრდა სცემა და რომელმაც ეს დანაშაული არ აღკვეთა და სულ ეს არის. სად არის მინისტრის პასუხისმგებლობა? მარტო ამ ფაქტის გამო, ნორმალურ საზოგადოებაში მინისტრი გადამდგარი იქნებოდა, ან გადააყენებდნენ. აქვე გავიხსენებ ამ ხელისუფლების დროს მომხდარ საზარელ ფაქტს. 22 წლის დემურ სტურუამ თავი ჩამოიხრჩო და ის პოლიციელიც დაასახელა, ვინც მასზე ზეწოლას ანხორციელებდა, ვის გამოც თავი მოიკლა, მაგრამ ის პოლიციელი გაამართლა სასამართლომ. მაშინ გომელაური არ იყო შს მინისტრი, მაგრამ სისტემას ხომ შერჩა ამ ბიჭის სიკვდილი?

ვახტანგ გომელაური იქცა პოლიტიკური პოლიციის ფიურერად. ჩემი ძმა, ერმილე ნემსაძე დაიჭირეს სოფელ ფარცხანაყანებში, 12 აგვისტოს, დიდგორობის  დღეს. ეს მოხდა გომელაურის მითითებით და დავალება იმერეთის სამხარეო პოლიციის პოლკოვნიკმა ვასილ მუმლაძემ შეასრულა და დღემდე არ არის დასჯილი. მაშინ დიდი ხმაური რომ არ ამეტეხა, რაშიც გვერდში “ალია” დამიდგა, ჩემს ძმას არ გამოუშვებდნენ. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, როდესაც პოლიტიკურ დევნაში წამოვედი, გომელაური იყო უშიშროების უფროსი, მის დროს იქმნებოდა უამრავი არასანქცირებული საიდუმლო ფაილები, მოსამართლის ნებართვის გარეშე, უსმენდნენ ყველას, ვისაც თავად მიიჩნევდნენ საჭიროდ. არც ამის გამო მოუთხოვიათ მისთვის პასუხი. პოლიტიკური დაჭერები, პოლიტიკური თვალთვალი, მოსმენები სახეზეა, პოლიტიკური დევნა სახეზეა. 

ხომ  იცით, ვახტანგ გომელაურმა, თავის 24 წლის არაკომპეტენტური შვილი, გოგონა, რომ დაასაქმა გერმანიაში საქართველოს საელჩოში და მას 4 000 ევრო აქვს ხელფასი. მის შვილს ემსახურება მანქანა, სახელმწიფო მომსახურებით გათვლილი სამედიცინო დაზღვევა აქვს და რა ჯდება მკურნალობა გერმანიაში, მოგეხსენებათ. ცალკე სახლი აქვს და იქ ცხოვრობს. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, თვეში 250 000 ევროს იხდის სახელმწიფო გომელაურის შვილის გერმანიაში შესანახად, წელიწადში  3 მილიონ ევროს  და აქ არ შედის, მისი 4 000 ევროიანი ხელფასი. დაუყონებლივ მოვითხოვ, დაიწყოს გამოძიება ამ საქმეზე, ეს არის ქვეყნის ეროვნული ბიუჯეტის ძარცვა და მძიმე დანაშაული. გამოძიება უნდა დაიწყოს ვახტანგ გომელაურის, მისი შვილისა და გერმანიაში საქართველოს ელჩის, კორუმპირებული ლევან იზორიას წინააღმდეგ. იზორიამ გადაჭამა თავდაცვის სამინისტრო და ახლა, ფაქტობრივად, ისვენებს გერმანიაში. 

– შენს დევნაში შს სამინისტროს თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ, მაგრამ გომელაური მინისტრი რომ გახდა, არც ის ხალხი და მათი ჩადენილი დანაშაულებები მოუკითხავს, არა?

– რას მოკითხავდა გომელაური, რიდესაც სუს-ის უფროსი იყო და თავად  ქმნიდა ამ ყველაფერს შს სამინისტროსთან შეთანხმებით. ეს იყო ოპერატიული ბმა შსს-ს და უშიშროების სამსახურის ურთიერთქმედებისა, მათთვის პოლიტიკურად არასასურველი პირების დევნის მიზნით.

პ.ს. თუ ზემოთ ნახსენებ პირებს კომენტარის გაკეთების სურვილი გაუჩნდებათ, სიამოვნებით მოვუსმენთ და მათ პოზიციებსაც გავაშუქებთ – 593517337

თეგები: დავით ნემსაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved