ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვიცე მერის, გიორგი ღურჯუმელიძის მოცვის პლანტაცია გაქურდეს – ინფორმაციას “გურიის მოამბე” ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, წაიღეს როგორც ნარგავები, ისე ღობე.
გამოცემის ინფორმაციით, პლანტაცია სავარაუდოდ სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოში” პროექტია, რაშიც სახელმწიფომ ღურჯუმელიძეების ოჯახს დაახლოებით 100 ათასი ლარი გამოუყო.
კომენტარები