• რეკლამა
  • კონტაქტი
00:33, ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გერმანიის და საფრანგეთის მინისტრები: Facebook-ის გარეშეც კარგად ვართ

ალია ავტორი - ალია
12:51 02-08-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
61

ევროპაში Facebook-ისა და Instagram-ის შესაძლო გათიშვას გერმანელი და ფრანგი პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ.

“ჰაკერული თავდასხმის შემდეგ, ოთხი წელია Facebook-ისა და Twitter-ის გარეშე ვცხოვრობ და ცხოვრება ფანტასტიკურია”,- უთხრა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა ჟურნალისტებს გუშინ პარიზში საფრანგეთის ფინანსთა მინისტრთან ბრუნო ლე მაირთან ერთად გამართულ ღონისძიებაზე.

“შემიძლია დავადასტურო, რომ ცხოვრება ძალიან კარგია Facebook-ის გარეშე და რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცხოვრებდით Facebook-ის გარეშე. ციფრულმა გიგანტებმა უნდა გაიგონ, რომ ევროპის კონტინენტი წინააღმდეგობას გაუწევს და დაადასტურებს თავის სუვერენიტეტს”,- თქვა ლე მაირმა.

გერმანიის ეკონომიკის მინისტრის თქმით, ევროკავშირი დიდი ბაზარია და ის ეკონომიკურ ძალაუფლებას ფლობს. “თუ ჩვენ ვიმოქმედებთ ერთიანად, მსგავსი რამ არ შეგვაშინებს”,- თქვა ჰაბეკმა.

ლე მაირმა ჩამოთვალა ღონისძიებები, რომლითაც ევროპის მთავრობები ტექნიკურ გიგანტებს დაუპირისპირდნენ. მათ შორისაა კონფიდენციალურობის წესები, დაბეგვრა და ციფრული ვალუტების ბლოკირება.

კომპანია Meta-მ განაცხადა, რომ მისი პლატფორმები: Facebook-ი და Instagram-ი შესაძლოა, მთელ ევროპაში დაიხუროს, რადგან მან ვერ მიაღწია მონაცემთა გაზიარების ახალ შეთანხმებას.

მომხმარებლების მონაცემთა დაცვის შესახებ ევროპული რეგულაციების მიხედვით, Meta-ს არ აქვს უფლება, რომ გადაიტანოს, შეინახოს და დაამუშაოს ევროპელების მონაცემები აშშ-ში დაფუძნებულ სერვერებზე.

ინფორმაციას „ბიზნესს ფორმულა“ აქვეყნებს.

ცნობისთვის: Meta-ს პლატფორმები, Facebook-ი და Instagram-ი შესაძლოა მთელ ევროპაში დაიხუროს. ამის შესახებ განცხადებას კომპანია Meta ავრცელებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი
ახალი ამბები

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი

13:17 06-02-2026
კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა

13:10 06-02-2026
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია – თიბისი

13:03 06-02-2026
23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში
ახალი ამბები

23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში

12:13 06-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved