• რეკლამა
  • კონტაქტი
14:12, ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უნგრეთმა NATO-ს კიბერცენტრში უკრაინის გაწევრიანებას ვეტო დაადო

ალია ავტორი - ალია
10:48 02-05-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უნგრეთმა NATO-ს კიბერ თავდაცვის ცენტრში (CCDCOE) უკრაინის გაწევრიანებას ვეტო დაადო. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა ერთი დღით ადრე თქვა, რომ უკრაინის ცენტრში გაწევრიანებას ერთ-ერთი მოკავშირე ბლოკავდა. Европейская правда-ს კი წყარომ დაუდასტურა, რომ ვეტო სწორედ უნგრეთმა გამოიყენა.

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მოხდა იმის მიუხედავად, რომ უკრაინა ომშია და კიბერშეტევები მუდმივად ხდება.

NATO-ს კიბერცენტრში გაწევრიანების შესახებ უკრაინის განაცხადის დამტკიცების პროცედურა 2021 წლის ოქტომბერში დაიწყო და დაკმაყოფილების შემთხვევაში ის წევრი 2022 წლის 1 იანვრიდან უნდა გამხდარიყო. ალიანსს შეუძლია განცხადებას განხილვას კვლავ დაუბრუნდეს, თუმცა, რადგან ცენტრის საბჭოს სხდომები წელიწადში მხოლოდ ორჯერ იმართება, უკრაინა წევრი 2022 წლის მეორე ნახევრამდე ვერ გახდება.

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდა. შეხვედრაზე ორბინმა პუტინს უნგრეთისთვის გაზის მიწოდების გაზრდა სთხოვა.

უკრაინა-რუსეთის დაძაბულობის ფონზე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ 27 იანვარს თქვა, რომ თუ უკრაინა უნგრელი უმცირესობის მიმართ არ შეცვლის საკუთარ პოლიტიკას, ეს ბუდაპეშტის მიერ კიევისთვის დახმარების შესაძლებლობას შეზღუდავს, კონფლიქტის შემთხვევაშიც კი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
ახალი ამბები

წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ

14:21 08-25-2026
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში
ახალი ამბები

Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში

13:16 08-25-2026
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის

13:10 08-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved