• რეკლამა
  • კონტაქტი
22:03, ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბადრი ბასიშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ: – რა მოსთხოვეს მამის სიცოცხლის სანაცვლოდ?

ალია ავტორი - ალია
21:20 01-17-2020
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
199

“რაც შეეხება დუდაევს, ის მერე “ქართულმა ოცნებამ” “აჩუქა”, როგორც ვიცი, პაატა ზაქარეიშვილის ხელით ოკუპანტებს”

“ორმოს ათხრევინებდნენ და მერე მის ფეხებთან ისროდნენ, უნდოდათ შეშენებოდა და ეფიქრა, რომ თავის საკუთარ საფლავს თხრის”

ცოტა ხნის წინ, “ალიამ” გაავრცელა ეკა ხერხეულიძის პოსტი, სადაც ის ყვება, რომ დღეიდან უკვე დეპუტატ, ბადრი ბასიშვილის მამა მტერმა მოიტაცა და მაშინ, როცა ბადრი ჩართული იყო ტყვეების გაცვლის პროცესში, მამის სანაცვლოდ მარიკ დუდაევის გათავისულება მოსთხოვეს.

“ალია” დაუკავშირდა ბადრი ბასიშვილს:

– კი, გიდასტურებთ, ნამდვილად ასე მოხდა, მაგრამ მეუხერხულება ამ თემაზე საუბარი, ჯერ ძველი ამბავია, მეორეც – ყველა ასე მოიქცეოდა.

– მესმის, მაგრამ, მაინც მოგიწევთ ოდესმე ამაზე საუბარი, ეკა ხერხეულიძემ უკვე საჯაროდ დაწერა და მხოლოდ რამდენიმე დეტალი მაინტერესებს, მაგალითად, რამდენი დღე ჰყავდათ მამათქვენი ტყვედ, როდის აიყვანეს, რამდენი წლის იყო?

-ეს მოხდა 2008 წელს, მოგეხსენებათ, აგვისტოს ომის შემდგომ, ბევრი ჩვენი მოქალაქე და სამხედრო ჰყავდათ ტყვედ აყვანილი, მამაჩემიც აიყვანეს ტყვედ, მამა იყო მაშინ 60 წლამდე. მე ახალ არჩეული ვიყავი დეპუტატად და რაკი ცხინვალის რეგიონიდან ვარ, ბევრს, ვინც ტყვედ იყო, პირადად ვიცნობდი, ინფორმაციაზეც მეტად მიმიწვდებოდა ხელი, პარლამენტში ხომ არ ვიჯდებოდი, სანამ ყველა ტყვე არ გათავისუფლდა, ჩვენი მოქალაქეების გაცვლის და გათავისუფლების პროცესში ვიყავი ჩართული.

-ვინ შემოგითვალათ მამის გაცვლა დუდაევში?

-კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მაშინ როცა ჯარისკაცებმა თავის შესწირეს სამშობლოს, მამაჩემის ტყვეობაზე საუბარი უხერხულია.

-დუდაევში გაცვლა რომ არ მოეთხოვათ, არ დავსვამდი ამ კითხვებს. საინტერესეოა, ვინ შემოგითვალათ?

-ბორის ჩოჩიევმა, გაიგეს თუ არა, რომ პარლამენტის წევრის მამა ჰყავდათ ტყვედ, დამიკავშირდნენ და ერგნეთში შეხვედრისას მითხრეს, რომ თუ მინდოდა ცოცხალი მენახა, დუდაევი უნდა გაგვეშვა.

ბორის ჩოჩიევი

ჩოჩიევმა გადმომცა წერილიც, თითქოსდა მამის დაწერილი, სადაც მთხოვდა, რომ მალე გამეყვანა, თუმცა, მაშინვე მივხვდი და მერე თავადაც დამიდასტურა, რომ წერილი არ იყო მისი დაწერილი.

არათუ მამაჩემში, ქართველი სამხედროებიც კი ისე გამოვიყვანეთ, დუდაევი არ გავათავისუფლეთ, მკაცრი უარი შევუთვალეთ. დუდაევი იყო კრიმინალი და მკვლელი – დუდაევს მამაჩემში კი არა, არავისში არ გავცვლიდით.

ჩვენც გვყავდა ტყვეები და გავცვალეთ, ყველა რომ გავცვალეთ, ყველა მოქალაქე რომ გათავისუფლდა მერე გამოუშვეს მამაჩემი. 27 დღე იჯდა ოფიციალურად ცხინვალის ციხეში.

– ბოდიშს გიხდით ამ კითხვისთვის, აწამებდნენ?

-ორმოს ათხრევინებდნენ და მერე მის ფეხებთან ისროდნენ, უნდოდათ შეშენებოდა და ეფიქრა, რომ თავის საკუთარ საფლავს თხრის. შემდეგ ამ ამოთხრილ ორმოში მიცვალებულებს ამარხინებდნენ.

გათავისუფლებიდან რამდენიმე თვეში დაიღუპა, სისხლის გათეთრებით. ამდენმა შიშმა თავისი ქნა მაინც.

– ძალიან ვწუხვარ

-რაც შეეხება დუდაევს, ის მერე “ქართულმა ოცნებამ” აჩუქა, როგორც ვიცი, პაატა ზაქარეიშვილის ხელით ოკუპანტებს, ან იქნებ, ვინმეში გაცვალეს, თუმცა, არ ამბობენ, ვისში.

– უცნაურია, ვაჟა გაფრინდაშვილი როგორ ვერ გაცვალეს?

-მეც მიკვირს, მით უფრო, დარწმუნებული ვარ, უამრავი რუსი ჯაშუშია ახლა საქართველოში.

–ამჟამინდელი ხელისუფლება სასაუბროდ მაშველ რგოლს იყენებს – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სახით, კერძოდ, ცხელი ხაზი ეძახიან ამას, როგორც აგვიხსნეს – სუსი, ან შსს ურეკავს ევროკავშირს, ევროკავშირი ოკუპანტს და ამ გზით ბრუნდება ინფორმაცია უკან. მაშინ როგორ იყო?

-ჩვენს დროს სპეციალური ჯგუფები მუშაობდა, ყველა ინფორმაცია გვქონდა, ისიც კი ვიცოდით, როდის ვის ჰქონდა ქორწილი ოკუპირებულ ცხინვალში. რა თქმა უნდა ჩვენც ვიყენებდით წითელ ჯვარს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, მაგრამ გარდა ამისა, პირადადაც გვქონდა კონტაქტი, არავის სიამოვნებდა, შესაძლოა, მტერთან პირისპირ საუბარი, მაგრამ საქმეს ასე სჭირდებოდა.

“ალია” თამო კეშელავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved