• რეკლამა
  • კონტაქტი
11:15, ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შური იძია 17 წლის ჩეჩენი გოგონას გამო და მოკლა მისი მკვლელი, რუსი პოლკოვნიკი იური ბუდანოვი” – რა ბედი ეწია იუსუფ თემირხანოვს?

ალია ავტორი - ალია
16:46 02-04-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
633

ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა, აქვეყნებს ფოტოს და წერს:

“იუსუფ თემირხანოვი, ჩეჩნეთის ეროვნული გმირი.

ადამიანი, ვინც შური იძია 17 წლის ჩეჩენი გოგონას გამო და მოკლა მისი მკვლელი, რუსი პოლკოვნიკი იური ბუდანოვი.

ყველაზე საინტერესო დეტალი აქ ის არის, რომ თავად იუსუფ თემირხანოვი ამ პატარა ჩეჩენ გოგონას არც კი იცნობდა.

რუსმა პოლკოვნიკმა გოგონა 2000 წელს, ჯერ გააუპატიურა, შემდეგ კი მოკლა. რუსეთში პოლკოვნიკი ამის გამო ვითომ გაასამართლეს, მაგრამ ძალიან მცირე სასჯელი მოიხადა და ციხიდან მალე გამოვიდა. ვლ. პუტინმა ბუდანოვი დააჯილდოვა კიდეც.

2011 წელს კი, იუსუფმა საკუთარი ერის ღირსებისთვის ყველაფერზე თქვა უარი, და სისასტიკით სახელგანთქმულ ბუდანოვს სადარბაზოში ჩაუსაფრდა და ესროლა.

როდესაც იუსუფმა თავის ადვოკატს ჰკითხა, თუ რას მიუსჯიდნენ, ადვოკატმა უთხრა – 25 წელს. იუსუფმა კი უპასუხა:

“რა ცოტა დროა. მისი მოკვლის დროს განცდილი გრძნობის ხელახლა განცდისთვის კიდევ 25 წელს დავიმატებდი.”

იუსუფს 5 დღის განმავლობაში, ყოველი ნახევარი საათი დენით აწამებდნენ. თავზე ტომარას აცვამდნენ, სანამ გონებას არ დაკარგავდა. მან კი არცერთ ქაღალდს არ მოაწერა ხელი. ეუბნებოდნენ, რომ წამება მუდმივად გაგრძელდებოდა. ის კი პასუხობდა, – “არაფერია მთვარის ქვეშ მარადიული.”

მოსამართლე და დარბაზი შოკირებული იყო იმით, რომ იუსუფი არც კი იცნობდა იმ გოგოს, ვის გამოც მან შური იძია. მოსამართლემ ჰკითხა კიდეც: “თქვენ, წარმატებულმა ბიზნესმენმა, მთელი ცხოვრება სასწორზე დადეთ იმ გოგოს გამო, რომელიც თვალით არ გინახავთ?” იუსუფმა კი გაიღიმა და უპასუხა – “მე ხომ ჩეჩენი ვარ…”

მის დაკრძალვაზე და სამძიმარზე ჯამში 100 ათასამდე ადამიანი გამოვიდა, ანუ ჩეჩნეთის მკვიდრი თითქმის ყველა ზრდასრული მამაკაცი. ჯოჰარ დუდაევის ეროვნული მოძრაობის შემდეგ ჩეჩნეთში ასეთი დიდი მობილიზაცია ჯერ არ ყოფილა.

ცნობისთვის: პოლკოვნიკმა ბუდანოვმა, არაერთი ჩეჩნური სოფელი გადაწვა.

იუსუფს ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს ციმბირის ერთერთ ციხეში, სადაც მას აწამებდნენ. საბოლოოდ ის, ოფიციალური ვერსიით, გულის შეტევით გარდაიცვალა, თუმცა რეალურად, წამებით მოკლეს…

თეგები: ლაშა ბერულავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა

17:06 10-27-2026
სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

12:07 10-27-2026
კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
ახალი ამბები

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

16:45 10-26-2026
სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved