• რეკლამა
  • კონტაქტი
06:00, ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში ახალ ინფორმაციას მოგაწვდით” – პოლონეთის პრეზიდენტის დაუგეგმავი ვიზიტი

ალია ავტორი - ალია
00:16 02-04-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

უკრაინაში მიმდინარე მოვლენები არის არა მხოლოდ ევროპის საქმე, თამამად შემიძლია, აღვნიშნო, რომ ეს არის მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი საკითხი, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ, რომელიც თბილისს დაუგეგმავი ვიზიტით ეწვია, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო მოწვევისთვის, იმისთვის, რომ მომეცა შესაძლებლობა, ჩამოვსულიყავი თბილისში, რომ მომეცა შესაძლებლობა გამეზიარებინა ჩემი ცოდნა და ინფორმაცია არსებული სიტუაციის შესახებ. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ არის მხოლოდ ევროპის საქმე, თამამად შემიძლია აღვნიშნო, რომ ეს არის მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი საკითხი.

მქონდა სხვადასხვა პრეზიდენტებთან შეხვედრები. გვქონდა შეხვედრები ჩინეთის პრეზიდენტთან, ასევე გაერო-ს წარმომადგენლებთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან. მინდა, აღვნიშნო, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობლივი ქმედება.

ორშაბათს დაგეგმილია შემდგომი კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით. თქვენ, ერთის მხრივ ხართ უკრაინის აღმოსავლეთი მხარე და ჩვენ ძალიან ახლოს ვართ უკრაინასთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც ხდება უკრაინის ტერიტორიაზე.

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ და წარმოგიდგინოთ ის გადაწყვეტილებები და გამართული კონსულტაციები, რაც განხორციელდა ამ უახლოეს დღეებში“,- განაცხადა ანჯეი დუდამ.

როგორც ანჯეი დუდამ აღნიშნა, თბილისში განხორციელდა კონსულტაციები მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ თბილისში განხორციელდა კონსულტაციები მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. საქართველოსთან მაკავშირებს განსაკუთრებული გრძნობა, მეგობრული ურთიერთობა, ვინაიდან, საქართველო ასევე არის ზუსტად ის ქვეყანა, სადაც 2008 წელს ჩამოვიდა ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, ლეხ კაჩინსკი. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან მხარს ვუჭერთ საქართველოს.

ძალიან მიშვნელოვანია, თქვენ გაეცნოთ პოლონეთის ხედვას, ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ასევე, მინდა, აღვნიშნო, რომ მქონდა კონსულტაციები აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან. მინდა, წარმოგიდგინოთ ის ინფორმაცია რომელიც ჩვენ, როგორც ევროკავშირის ქვეყანას გაგვაჩნია უკრაინაში არსებული სიტუაციის შესახებ და უკრაინის ირგვლივ. ჩემი თანამშრომლები ამ საკითხთან დაკავშირებით მუდმივად მუშაობენ.

საქართველოს აქვს ტრაგიკული გამოცდილება რუსეთთან დაკავშირებით. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ქალბატონმა პრეზიდენტმა თავისი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოდ  აღნიშნა. ასევე მინდა, ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობლივი, ეფექტური კონსულტაციებით მეტი ძალისხმევა გამოვიწვიოთ ამ კუთხით, ვინაიდან ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა უკრაინის უსაფრთხოებისთვის. გამოვხატავთ ჩვენ სოლიდარობას და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი.

დიდი მადლობა საქართველოს. მოხარული ვარ, რომ ჩვენ ვისაუბრეთ ამ საკითხთან დაკავშირებით. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო არის ჩვენი მოკავშირე ქვეყანა, რომელთანაც გვაკავშირებს მეგობრობა. მომავალ კვირაში ვგეგმავ ვიზიტებს და კონსულტაციებს როგორც ბრიუსელში, ასევე ბერლინში. მნიშვნელოვანი იყო კონსულტაცია საქართველოს პრეზიდენტთან, ასევე მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ ამისთვის და იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში ახალ ინფორმაციას მოგაწვდით“,-განაცხადა ანჯეი დუდამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
ახალი ამბები

წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ

14:21 08-25-2026
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში
ახალი ამბები

Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში

13:16 08-25-2026
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის

13:10 08-25-2026
როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?
ახალი ამბები

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?

09:00 08-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved