• რეკლამა
  • კონტაქტი
11:14, ორშაბათი, 23 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ნაციონალებმა“ ხომ დაიღუპეს თავი, „ოცნებაც“ დაიღუპავს თავს” – დავით უსუფაშვილი

ალია ავტორი - ალია
23:40 02-03-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
74

„ოცნების“ შიგნით ბევრმა, ვინც ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა და თითი დააჭირა, იცის, რომ ეს არასწორი იყო. „ნაციონალებმა“ ხომ დაიღუპეს თავი, „ოცნებაც“ დაიღუპავს თავს, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

უსუფაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის თემა საარჩევნო ტაქტიკად და პიარად „გადაახურდავა“.

„საზოგადოებამ არ დაუჯეროს გვარებს და სახელებს, საზოგადოებამ უნდა დაუჯეროს არგუმენტებს. თუ ვინმე მართლა და სერიოზულად ფიქრობს, რომ ტექსტში, სადაც წერია, რომ საქართველოს პარლამენტი გმობს უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობებს და ყველა იმ შესაძლო განზრახვას, რაც შეიძლება ვინმეს ჰქონდეს, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა შეილახოს, აი, ამ ყველაფერს დაწერს პარლამენტი და იქვე რუსეთის ფედერაციას თუ არ ჩაწერს, ამით თავს დაიცავს რაღაცისგან, მაშინ 8 მილიარდი ადამიანიდან ერთი ადამიანი მაჩვენეთ, ვინც ფიქრობს, რომ უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას ვინმე სხვა სახელმწიფოც ემუქრება.

მე ყველაზე მეტად მაწუხებს იმ ადამიანების გადაწყვეტილება, ვინც ეს ყველაფერი ჩემზე უკეთ იცის, უბრალოდ თვლის, რომ ახლა ასეა საჭირო, „ოცნების“ შიგნით. ბევრმა, ვინც ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა და თითი დააჭირა, იცის, რომ ეს არასწორი იყო. თვლიან, რომ ეს კია ცუდი, მაგრამ არა იმაზე ცუდი, ვიდრე შიდა განხეთქილება და ა.შ. „ნაციონალებმა“ ხომ დაიღუპეს თავი, „ოცნებაც“ დაიღუპავს თავს.

დღეს „ოცნების“ საპარლამენტო ლიდერებმა ბოლო-ბოლო ამოღერღეს, ჩვენ არ გვინდოდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად რამეზე ხელი აგვეწიაო. ორპოლუსიანობის უბედურებამ აქამდე მიგვიყვანა. ეს არ არის მხოლოდ „ოცნების“ მახასიათებელი. „ნაციონალური მოძრაობის“ ბევრ ლიდერსაც სჭირს ხოლმე. თუ ერთად რამეზე ორივემ თქვა რომ ეს კარგია, ორივე მერე სირცხვილით იწვება და მე მგონი, იმ ღამეს ვერ იძინებს და გონია, რომ უპატიებელი ცოდვა ჩაიდინა და ქუჩაში აღარ უნდა მიესალმონ მათი მხარდამჭერები. ასეთ პრიმიტიულ დონემდე დაჰყავთ საკუთარი აზროვნება და სურთ, რომ მათმა ამომრჩევლებმაც ასე პრიმიტიულად იფიქრონ. ეს არის ზომბირების მცდელობა. ამ რეზოლუციის ტექსტთანაც ასე იყო.

მეორე მიზეზი არის ყალბად გაგებული ე.წ. სახელმწიფო ინტერესი, რომ არ ვიყოთ ამ ვითარებაში სადღაც ძალიან წინ რუსეთთან პოლემიკაში.

ხელისუფლებამ ეს თემაც გადაახურდავა საარჩევნო ტაქტიკად, პიარად. ერთი მხრივ – „ოპოზიციასთან მე საქმეს არ დავიჭერ, ეგენი ხომ ცუდები არიან“. მეორე, „ვაი და დამჭირდეს და მერე მოსკოვს ვუთხრა, რომ აი, ხედავ, ისინი არიან რადიკალები, მოგვეხმარეთ, აქ თქვენზე ორიენტირებული თუა ვინმე ამომრჩეველი. მე ვარ ის, ვინც თქვენ ასე ლოიალურად გეპყრობით“

თეგები: დავით უსუფაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved