• რეკლამა
  • კონტაქტი
08:03, ხუთშაბათი, 23 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ხომ შეიძლება ისე მოიტყუო, რომ სასაცილოდ მაინც არ გამოიყურებოდე“ – დიმიტრი გუდკოვი ბრალდებებს უარყოფს

ალია ავტორი - ალია
20:58 02-03-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
72

რუსი ოპოზიციონერი დმიტრი გუდკოვი ქვეყანაში არშემოშვებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებას პასუხობს.

,,ვულოცავ საქართველოს ხელისუფლებას ამ ტყუილს. ისინი დიდხანს ფიქრობდნენ, როგორ აეხსნათ, რატომ არ შემიძლია ხინკლის ჭამა მშვიდობის ხიდის ხედის ფონზე – და, როგორც იქნა, მოიფიქრეს“, – ამბობს ოპოზიციონერი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყენებულ ვიდეო მიმართვაში.

დმიტრი გუდკოვი ნიკოლოზ სამხარის სიტყვებს ციტირებს და ამბობს, რომ არშეშვების მიზეზად ორი არგუმენტი დაასახელეს.

,,პირველი, ეს იყო ის, რომ ვიყავი „სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, რომელმაც აღიარა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა“. მეორე, იმიტომ , რომ ნავალნიმ ქართველებს შეურაცხყოფა მიაყენა 2008 წელს. რასაც ვპასუხობ:

აფხაზეთის დამოუკიდებლობა სახელმწიფო დუმამ 2008 წელს ცნო. დეპუტატი 2011 წელს გავხდი. 2008 წლიდან კი, როცა საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი მიიღეს, არც აფხაზეთში და არც სამხრეთ ოსეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის გამო ერთხელაც კი აღარ ვყოფილვარ. გარდა ამისა, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ გავრილოვისგან განსხვავებით, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის მომხრეა, მე არ დამიკავებია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი – როგორც გვახსოვს, საქართველოს ხელისუფლებამ ეს დეპუტატი გახარებულმა მიიღო.

მე მქვია დიმიტრი გუდკოვი და არა ალექსეი ნავალნი. მე მესმის, რომ ახლა საქართველოს ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პუტინს თავი მოაწონოს. სააკაშვილის დაპატიმრება საკმარისი არ არის,როგორც ჩანს საჭიროა კიდევ არაერთი რიტუალური ჟესტი მოახლოებული არჩევნებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად. მაგრამ ხომ შეიძლება ისე მოიტყუო, რომ სასაცილოდ მაინც არ გამოიყურებოდე“, – ამბობს გუდკოვი.

რუსი ოპოზიციონერი სამხარაძეს კითხვით მიმართავს.

,, „ლიუბოვ სობოლიც სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი იყო? იგორ კოჩეტკოვსაც ნავალნი ჰქვია? შეგახსენებთ, რომ არც ისინი შემოუშვეს საქართველოში. დამთხვევაა? – ალბათ“.

მისი თქმით, ის პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას, ქართველ ხალხს და მისი სწრაფვას ევროპისკენ.

,, მძულს პუტინის წინაშე მსახურებისკენ მისწრაფება და ტყუილი. ორივე ჩვენი ქვეყანა აუცილებლად იქნება თავისუფალი და დემოკრატიული“, -აღნიშნავს დმიტრო გუდკოვი.

ცნობისთვის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ რუსი ოპოზიციონერის, დმიტრი გუდკოვის ქვეყანაში არშემოშვებასთან დაკავშირებით თქვა, რომ ის იყო იმ დუმის წევრი, რომელმაც აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა აღიარა.

ipn.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ თიბისის მხარდაჭერით AI კვლევითი კლუბი შექმნა

16:47 10-22-2025
კაფე-რესტორნებში თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზება გრძელდება
ახალი ამბები

კაფე-რესტორნებში თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზება გრძელდება

15:51 10-22-2025
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციამ საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციამ საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

11:59 10-22-2025
არ გამოგრჩეთ თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება Trendyol-ზე
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება Trendyol-ზე

16:13 10-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved