• რეკლამა
  • კონტაქტი
00:42, სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პანდემიის პირობებში ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალების შრომითი უფლებები ირღვეოდა – ომბუდსმენის კვლევა

ალია ავტორი - ალია
12:25 02-03-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა კვლევა მოამზადა, სადაც შეფასებულია ახალი კორონა ვირუსის პანდემიის გავლენა ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულ ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე, როგორც დასაქმების ადგილზე, ისე სოციალურ ცხოვრებაში.

ომბუდსმენის ცნობით, კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალების უფლებრივი მდგომარეობა პანდემიის პირობებში დამძიმდა. რესპონდენტების თანახმად, ხშირად, პანდემიის გამოწვევებს ვერ პასუხობდა მათი დამსაქმებლის მიერ შემოთავაზებული სამუშაო პირობები. გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ექთნებს უწევდათ რამდენიმე მორიგეობის ერთმანეთზე მიყოლება, კანონით განსაზღვრული შუალედური პერიოდის გარეშე.

კვლევამ გამოკვეთა, რომ:

  • პანდემიის პირობებში ირღვეოდა ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალების შრომითი უფლებები. კერძოდ, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ცვლებს შორის 12-საათიანი შუალედი არ იყო დაცული. ასევე, გამოვლინდა რამდენიმე ცვლის ერთმანეთზე მიყოლების შეთხვევები;
     
  • ზრუნვის ტვირთის არათანაბარი გენდერული გადანაწილების და პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გაზრდის პირობებში, ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული ქალების დატვირთვა გაორმაგდა, როგორც სახლში, ისე დასაქმების ადგილას;
     
  • პანდემიამ მნიშვნელოვნად გააუარესა ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალების ფსიქოემოციური მდგომარეობა. ამ პრობლემას დამსაქმებლების მხრიდან არც ადეკვატური რეაგირება მოჰყოლია და არც ფსიქოლოგის/სტრესის მართვის შესახებ ინფორმირებულობისა და შესაბამისი უნარების გაუმჯობესებისკენ მიმართული აქტივობის შეთავაზება;
     
  • ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალების ნაწილისთვის მიუწვდომელია დასაქმების ადგილას მენსტრუალური ციკლის მართვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა;
     
  • კვლევის რესპონდენტთა ინფორმაციით, ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალები ხშირად გამხდარან საზოგადოებისგან გარიყვის/დისკრიმინაციის მსხვერპლები იმ ნიშნით, მათ ინფიცირების მომეტებული რისკის მქონე პირებად აღიქვამენ;
     
  • ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული პირები ნაკლებად არიან ინფორმირებული სექსუალური შევიწროების რაობასთან და მასთან დაკავშირებულ ფაქტებზე რეაგირების მექანიზმებთან დაკავშირებით. დასაქმების ადგილას ამ მექანიზმების არარსებობა და ზოგადად მათ შესახებ არასაკმარისი ინფორმირებულობა, ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულ ქალებს დაუცველს ტოვებს სექსუალური შევიწროების სისტემური პრობლემის წინაშე.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ პასუხისმგებელი უწყებები გაიზიარებენ კვლევის მიგნებებსა და რეკომენდაციებს და გაატარებენ ეფექტიან ღონისძიებებს ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულ ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ცნობისთვის, კვლევის ფარგლებში სატელეფონო წესით, ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული 90 ქალი გამოიკითხა. რესპონდენტებს შორის იყვნენ როგორც ექთნები, ისე ექიმები.

ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ აქ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?
ახალი ამბები

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?

09:00 08-24-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved