• რეკლამა
  • კონტაქტი
01:44, სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მათთვის, ვინც კოვიდ–ინფიცირებულია და ვისაც ოჯახის ექიმი ვერ (და არა – არ) უკავშირდება“ – ექიმი თამუნა გვასალია

ალია ავტორი - ალია
12:12 02-03-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
77

ბლოგერ–ექიმად გადაქცევის არც სურვილი და არც დრო მაქვს, უბრალოდ იმდენ ტყუილ–მართალს ვაწყდები სოციალურ სივრცეში, რამდენიმე უწყინარი რჩევა მინდა დავწერო მათთვის, ვინც კოვიდ–ინფიცირებულია და ვისაც ოჯახის ექიმი ვერ (და არა – არ) უკავშირდება, – ამის შესახებ ექიმი თამუნა გვასალია წერს და მოქალაქეებს შემდეგ რეკომენდაციას აძლევს:

„1) ვირუსის დადასტურების მე–2, მე–3, მე–4 დღეს არ ჩაიტაროთ არანაირი ანალიზი ( ვგულისხმობ სისხლი, CRP, დე– დიმერი)– უბრალოდ არ გამოჩნდება არაფერი მნიშვნელოვანი ასეთი მოკლე დროის ინტერვალში.

2)კომპიუტერული ტომოგრაფია საჭიროა მხოლოდ მაშინ, თუ სუნთქვის უკმარისობაა, აქაც პირველი 7 დღე აზრი არ აქვს გაკეთებას და ავხსნი რატომაც: კატესთვის აღსაქმელი ცვლილების ჩამოსაყალიბებლად დაახლოებით 7 დღეა საჭირო და მე–2 დღეს გადაღებული დასკვნით თუ გეტყვიან, რომ 2 –ქულიანი დაზიანებაა 24–დან ტყუილად გაგიხარდებათ. ობიექტური შეფასება არ იქნება. დახარჯავთ დროს, ფულს და ზედმეტად დასხივდებით.

3) არ მიიღოთ ანტიბიოტიკი თვითნებურად და მეზობლის რჩევით! ანტიბიოტიკი ებრძვის ბაქტერიას და კოვიდს იწვევს ვირუსი. კი, ჩვენც ვნიშნავთ ხოლმე ანტიბიოტიკს, მაგრამ მხოლოდ (!!!) მაშინ , როცა ვირუსს ბაქტერია ერთვის თან და “თანდართვის” შეფასება მხოლოდ ექიმს შეუძლია ანალიზების მიხედვით . აქვე დავამატებ 39 სიცხე არ ნიშნავს ანტიბიოტიკის საჭიროებას.

4) 38–38.5–ზე შეგიძლიათ მიიღოთ პარაცეტამოლი ან ნებისმიერი სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება (იბუპროფენი და ა.შ.) . ეს მედიკამენტები კარგად მუშაობს, თუ ცხელება არ დაექვემდებარა, დაურეკეთ ექიმს.

+ უზომო რაოდენობით იბუპროფენების მიღება აუცილებლად გამოიწვევს კუჭის გაღიზიანებას, დავიჭიროთ ბალანსი.

5) მადა თუ არ გაქვთ, თავს არ დააძალოთ, მთავარია მიიღოთ სითხეები, მაქს 2 ლიტრი და სასურველია მოერიდოთ გაზიანს .

6) მუდმივი წოლა კარგი არ არის, მაგრამ ენერგია თუ არ გაქვთ, ნუ აიძულებთ თავს ზედმეტად დაიტვირთოთ ფიზიკურად.

7) და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი: როგორ არ გამოგვეპაროს ფილტვის დაზიანება. – საუბრისას ქოშინი, სუნთქვის უკმარისობის შეგრძნება მცირე ფიზიკური დატვირთვისასაც გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ხველება! ვისაც საშუალება გაქვთ, იკონტროლეთ სატურაცია, სუნთქვის გაძნელებისას დაწექით და იწექით მუცელზე, რადგან ასე უკეთ ხდება ფილტვის ვენტილაცია.

ძალიან კარგად მესმის ინფიცირებულების შიში, რთულია ებრძოდე იმას, ვისაც არ იცნობ და არც იმის შეფასებაა მარტივი რა არის საყურადღებო და რა არა.

არ შეგეშინდეთ 2-დღიანი სიცხის, თავის ტკივილის და ხველების – ეს არ არის საავადმყოფოში დაწოლის ჩვენება, თუმცა არ გამოგეპაროთ სუნთქვის უკმარისობის ნიშნები – მათი არსებობისაც არც შეგეშინდეთ, თუმცა დროულად მიაქციეთ ყურადღება“, – წერს ექიმი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?
ახალი ამბები

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?

09:00 08-24-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved