• რეკლამა
  • კონტაქტი
06:45, ოთხშაბათი, 29 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ გაქვთ ამის თქმის უფლება, რომ ჩვენ მაფიოზები ვართ და თქვენზე ფულს ვაკეთებთ, თქვენი მსჯელობა შეურაცხმყოფელია სახელმწიფოსთვის” – თენგიზ ცერცვაძე თამარ ივერს

ალია ავტორი - ალია
03:36 02-02-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
93

რუსთავი2-ის ეთერში, გადაცემა “პრაიმთაიმში” მსახიობები, ჟურნალისტები, მომღერლები იყვნენ შეკრებილნი და ვაქცინაციის ავ-კარგიანობას განიხილავდნენ. სტუდიაში მიწვეული იყო, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე.

საოპერო მომღერალი, თამარ ივერი:

-ვიცი, რომ ეს არის პანდემია, რომ ვიღაც გარდაიცვალა, ვიღაცამ, კი უფრო ადვილად გადაიტანა. რაღაცა პერიოდი ვცდილობდით არ შეგვხვედროდა, მაინც დაუდასტურდა ჩვენ ახლობლებს, მე და ჩემი მეუღლის ტესტები გაურკვეველი იყო და არ გვერდო ე.წ. მწვანე პასპორტი. ჩემი წყენა გამოიწვია იმან, რომ მე მივმართე ჯანდაცვის სამინისტროს, თამარ გაბუნიას, რომელმაც არც იკადრა მოესმინა იმ ადამიანისთვის, ვინც გადაიტანა კოვიდი, მაგრამ ვერ მოხვდა ბაზაში. ტესტმა აჩვენა საჭვო, ექიმმა მითხრა, არ მაქვს უფლება დადებითი ჩავწეროო. ანალიზებიც გავიკეთე, ანტისხეულებიც მქონდა. ჯანდაცვის სამინისტრომ არც კი მომისმინა. ახალი კანონები წამოვიდა მსოფლიოში, რომ საკუთარ თეატრში ვერ შეხვალ 2-3-ჯერ აცრილი თუ არა ხარ. ამან ძალიან დახია კულტურა მსოფლიოში უკან. ხელოვანი ხალხი სცენაზე დგანან და ამბობენ, აუცრელის გვერდით არ ვითამაშებ. გაიხლიჩა საზოგადოება. მე ვიყავი ვენაში და ადამიანებს აიძულებდნენ… ადამიანები იყვნენ მათთვის მწვანე პასპორტები…

თენგიზ ცერცვაძე:

-სავსებით სწორია, რომ საზოგადოება გაყოფილია, მ,აგრამ, კოვიდპანდემიამ შეცვალა დღის წესრიგი. ვემხრობი იმას, რომ შეცვლილი დღის წესრიგი ვაღიროთ. უმრავლესობა მსოფლიოში თანხმდება რომ აცრა კარგია და უნდა ავიცრათ. წამყვანმა ქვეყნებმა დემონსტრაციულად გაიტანეს ეს პოზიცია. მე პირადად, კოვიდთან ბრძოლაში წინა ხაზზზე მდგომი მისი დაწყების დღიდან, გეტყვით, ჩემ კლინიკაში ერთეულებია მხოლოდ გარდაცვლილთა შორის ვაქცინირებული და ათეულობით გარდაცვლილია აუცრელი. აქედან დასკვნა უნდა გავაკეთოთ? მძიმე ავადმყოფებში, ინტუბირებული ავადმყოფებში სანთლით საძებნია ვაქცინირებულები. ასეა ყველა კლინიკაში. გავაკეთოთ არჩევანი, სად გვინდა ვიყოთ? არ დაგვემართოს, არ გავხდეთ დასაინტუბირებელი და ღმერთმა დაგვიფაროს, არ გარდავიცვალოთ.

თამარ ივერი:

-ავსტრია ზრუნავს მოქალაქეებზე იმ მხრივ, რომ იქ პისიარ და სწრაფი ტესტი უფასოა. აქ დიდი თანხები კეთდება ამაზე. ჩამოვფრინდი ჩემ ოჯახთან ერთად და აეროპორტში მითხრეს, რომ 5 დღეში უნდა გავიკეთო პისიარ ტესტი. ოჯახთან ერთად ეს დამიჯდება 400-500 ლარი. მე არ მაინტერესებს ეს, სახელმწიფოს აინტერესებს, მაქვს თუ არა კოვიდი. მე წავედი, გავიკეთე სწრაფი ტესტი უფასოდ და დავრწმუნდი, რომ არ მაქვს კოვიდი. შენ მე მაიძულებ, რომ არა, უნდა წახვიდე და გაიკეთო პისიარი. ეს ხომ უკვე რაღაც მაფიოზური სქემაა. ამაზე კეთდება უზარმაზარი ფული.

თენგიზ ცერცვაძე:

-ვერ დავეთანხმები კატეგორიულად. საქართველოში ყოველ დღე კეთდება 60 ათასზე მეტი ტესტი უფასოდ, პისიარი და სწრაფი. ეს ვერ იქნება უსაზღვრო. მილიონ ტესტს ვერავინ გააკეთებს, მკაცრად განსაზღვრულია, რა შემთხვევაში კეთდება უფასოდ. უამრავი მაგალითი მაქვს, სწორედ სხვა ქვეყნებში, არაფრით არ არის კოვიდსაწინააღმდეგო სამსახური უკეთ მოწყობილი ვიდრე საქართველოში და იქაც ტესტების ნაწილი უფასოა, ნაწილი – ფასიანი, როცა ჩადიხართ და გთხოვენ კარანტინს, იმ კარანტინშიც შენი ფულით გაცხოვრებენ. ჩვენი სისტემის დაწუნებას კატეგორიულად ვერ დავეთანხმები და კატეგორიულად ვერ დავეთანხმები სიტყვა მაფიოზობის ხმარებას საქართელოს ჯანდაცვის სიტემის მიმართ.

თამარ ივერი:

-როდესაც ადამიანს არ აქვს საშუალება და ჩამოფრინდება საქრათველოში, მას მეხუთე დღეს არ უნდა ურეკონ და არ უნდა მოსთხოვონ მთელმა ოჯახმა გაიკეთოს პისიარ ტესტი. ავიცერი ვენაში ფაიზერით. გაკეთებული მაქვს, მაგრამ ადამიანები არიან მოსიარულე მწვანე პასპორტები.

თენგიზ ცერცვაძე:

-თქვენი მსჯელობა შეურაცხმყოფელია საქართველოსთვის, როგორც სახელმწიფოსთვის. საქართველო არ არის ამერიკა მისი ეკონომიკური შესაძლებლობები შეზღუდულია და ამის მიუხედავად, საქართველო თავის მოსახლეობას აძლევს მეტ უფასო მომსახურებას, ვიდრე სხვა ქვეყნები., კატეგორიულად არ იმსახურებს საქართველოს არც ჯანდაცვის სისტემა, და არც ის, რომ ჩვენ ვართ მაფიოზები და თქვენზე ფულს ვაკეთებთ. თქვენ არ გაქვთ ამის თქმის უფლება.

თამარ ივერი:

-ამას მე არ ვამბობ, ხალხი ამბობს.

თენგიზ ცერცვაძე:

-ხალხი თქვენი პირით ამბობს ამას. თქვენ სხვა მოტივაცია გაქვთ როგორ ჩანს.

მუსიკოსი, ეკა კვალიაშვილი:

-ეს არის სრულიად დაბრალება, რომ თამარი, თამარ ივერი, ხელოვანი ქალი, მსოფლიოში დაფასებული ადამიანია და თქვენ ბრალს დებთ, რომ ეს ქალი მოუწოდებს საზოგადოებას არ აიცრას, ანტივაქსერიაო და თან შეურაცხყოფას აყენებს ჯანდაცვის სიტემასო, რომელიც ემორჩილება ჯანმოს და საერთოდ არაა საჭირო საქრთველო იყოს ჯანმოში.

თეგები: თამარ ივერითენგიზ ცერცვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ – ინოლა გურგულიას 100 საარქივო ჩანაწერის ვინილების ნაკრებს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ – ინოლა გურგულიას 100 საარქივო ჩანაწერის ვინილების ნაკრებს

14:27 04-28-2026
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში – სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
ახალი ამბები

ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში – სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა

13:57 04-28-2026
დიდი ფასდაკლების დღეს “არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა 
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღეს “არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა 

17:21 04-27-2026
თიბისის საერთაშორისო აღიარება – ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
ახალი ამბები

თიბისის საერთაშორისო აღიარება – ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

14:05 04-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved