• რეკლამა
  • კონტაქტი
18:03, კვირა, 14 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – “დედას გიტირებთ… გადადექით… წინასწარ, საჯაროდ გეუბნებით, რას გავაკეთებ… მომავალი თაობა გინდათ გაანადგუროთ?” – ფხაკაძე

ალია ავტორი - ალია
19:02 02-01-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
58

“აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულების გაუქმებას ვიდეომიმართვით ეხმაურება და ამბობს:

“კოვიდი დამთავრდება და მალე დამთავრდება. 2 წელიწადში რომ გამოყოფ თავს კონფერენციაზე, იქ დაგისვამ კითხვას, საკოორდინაციო საბჭოში რომ იყავი, ვაქცინაციის საბჭოში რომ იყავი და პრემიერმა რომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რატომ არ გადადექი? მე ბოლოს უარი ვთქვი საბჭოში მონაწილეობაზე, ვუთხარი თუ პრემიერ-მინისტრს სჭირდება ჩემი პირადი დახმარება, კი ბატონო, მაგრამ ასეთ ბალაგანში მონაწილეობის მიღება არ შემიძლია, როცა ერთ ადგილს ულოკავს ყველა…

ძალიან ცუდ რაღაცას ვამბობ ახლა, ექიმი ვარ, პროფესორი ვარ და არ უნდა ვიყენებდი ასეთ ლექსიკონს მაგრამ საზღვარი, ზნეობრივი, მეცნიერული ხაზი… ველოდები, დღის ბოლომდე, რომელი ექიმი იტყვის, რომ მე არ ვიღებ მონაწილეობას ამ სპექტაკლში. ყველანი ხართ ამ სპექტაკლის ნაწილი. შავ დღეს დაგაყრით. საქართელოში იარეთ ყველგან… საზღვარგარეთ ცხვირს გამოყოფთ, ყველგან დაგადგებით და ერთ შეკითხვას დაგისვამთ… გაგასწორებთ მიწასთან საერთაშორისო დონეზე. ხომ არ გიმალავთ, საჯაროდ გეუბნებით, ამას გავაკეთებ, იმიტომ რომ რაც თქვენ დღეს აკეთეთ ამას არანაირი გამართლება არ აქვს.

პრემიერთან მე არ მაქვს პრეტენზია, ის არ არის ექიმი, ახლა კოვიდი აქვს და გამოჯანმრთელებას ვუსურებ და იქნებ კოვიდიდან რომ გამოვიდეს, საღ აზრზე დადგეს, პრემიერ-მინისტრთან პრობლემა მაქვს ნული, მისი გადაწყვეტილება პოლიტიკურია და გასაგებია. მე ერთი ადამიანი, გიორგი ფხაკაძე რისი გაკეთებაც შემიძლია, საჯაროდ გეუბნებით, არაფერი დამალული, ყველა კონფერენციაზე მოვალ და შეგეკითხებით, 2022 წლის 1 თებერვალს, როცა 24 000 იყო ინფიცირებული, 36 ადამიანი გარდაიცვალა, ერთადერთი პატარა შეირაღება რაც გვქონდა, მწვანე პასპორტები, ისიც გაანადგურეთ – რა იყო თქვენი პოზიცია? რატომ არ მიიღეთ ზომები? რატომ არ გადადექით თანამდებობიდან? არ გიმალავთ ამას, წინასწარ გეუბნებით.

2 წელია მითხრით მიწას, შავ პიარს აკეთებთ, ფულს იხდით ჩემ საწინააღმდეგო სტატიებისთვის – მე ვერაფერს ვერ მიზამთ, მე ინტერესი მაქვს ნული. 24 საათი გაქვთ, საერთაშორისო დონეზე დედას გიტირებთ, საქართველოდან გახვალთ? ყველგან მოგადგებით. ვინც ხართ საკოორდინაციო საბჭოში, ვინ ხართ ვაქცინაციის საბჭოში – ყველანი გადადექით. დედა ეტირა ქვეყანას, რას აკეთებთ? ამ საბჭოებში რომ ხართ, ესე იგი თქვენ დღეს ხართ “გამპრავებლები”.

რაც შეეხება ჯანდაცვას – თამარ გაბუნია და მისი დონის კოლეგენი – თვენ რას აპირებთ? თქვენთვის ეს მისაღებია? კოვიდი დამთავრდება მალე, უფრო მალე ვიდრე თქვენ გგონიათ, ფხაკაძე არ არის რიგითი ექიმი, ხომ იცით რა შემიძლია, რამდენი რამე გავაკეთე საქართველოსთვის, ისე რომ არც მითქვამს., თქვენსავით მათხოვარი კი არა ვარ, რაღაცას რომ გააკეთებთ და აი ეს გავაკეთე… არ მაინტერესებს… გავლილი მაქვს… პენსიაზე ვარ უკვე… ნამეტანი ახალგაზრდა პენსიონერი ვარ და დიდი ენერგია მაქვს. რასაც მე პოსტს ვდებ და ვიდეოებს – ამდენს დაავადებათა კონტროლის ცენტრი აკეთებს?

ისე გამაბრაზეთ, რომ არ ვიცი… კიდევ ველოდებოდი, რომ ვიღაცა რაღაცას იტყვის… რეაქცია ნული. დაბნელებულია ქვეყანა და მერე რა. 24 000 ადამიანია ინფიცირებული – მერე რა? 36 ადამიანი გარდაიცვალა – მერე რა? ვერ გავიგე, რაშია საქმე? დღევანდელი გადაწყვეტილების მერე სამი თვე იქნება, “დავაი, ვასია გულიაი”, მერე რას ვშვრებით? სტრატეგიაზე ვინმე ვლაპარაკობთ? დროშა ვერ ჩამოკიდეს, რკინიგზა ვერ გაიყვანეს… ძალიან გაბრაზებული ვარ. მათზე უფრო გაბრაზებული ვარ ყველა ჩემ კოლეგაზე, ანტივაქსერული სენტიმენტების ხელშეწყობაში რომ იყვნენ ჩართულები. ყველგან მოგძებნით. ვაი, გახვიდეთ საქართველოდან გარეთ, დედას გიტირებთ, ქართული ენა არ გესმით და ამიტომ არააკადემიურად გეუბნებით. შავი დღე იქნება 1 თებერვალი კალენდარში. კი ბატონო, ეს ქართული მწვანე პასპორტი გასაუქმებელი იყო, მაგრამ მეორე, ევროპული მწვანე პასპორტი ხომ არის? ამისი ჭკუაც არა გაქვთ რომ თქვათ, გადავიდეთ ევროულ პასპორტზე. ამის ჭკუა არა აქვთ. ეს არის არაადამიანური, არაკაცური და არაპროფესიონალური გადაწყვეტილება.

საკოორდინაციო საბჭოს ვიღაცა სპიკერი გამოვიდა, საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე გავაკეთეო. საერთაშორისო გამოცდილებები რაც არის, გიორგი ფხაკაძე 24 საათი მუშაობს და გადაღეჭილს გაძლევთ, თუ რამე სიახლეა, წამალი, ვაქცინა – მე ვარ ოფიციალრად საერთაშორისო გამოცდილების შემაჯამებელი, გაძლევთ უფასოდ, უანგაროდ და გეუბნებით რა უნდა გაკეთდეს სახელმწიფოში. რომელ მაგალითზე ვლაპარაკობთ? დონოზავრს და წიწილას ნუ შევადარებთ. სადაც 90 პროცენტია ვაქცინაციის დონე და ბუსტერები 60 პროცენტი – რას ედრები? 42 პროცენტია აცრილი საქართველოშიო – ეს ხომ ტყუილია? რითია აცრილი ჩინური ვაქცინით? კიდევ რომ გამოდის ბატონი ამირანი და კარგია ჩინური ვაქცინებიო, ბატონო ამირან, სირცხვილია, მართლა სირცხვილია. ნახევარი მილიონი ფაიზერის ვაქცინა გაქვს, გააჩერე ეს ჩიინური ვაქცინა და გადადი ფაიზერზე, რაღაცა გააკეთე.

დღეს არის 24 00 ინფიცირებული და პოსტკოვიდის გამო, პირდაპირ გეტყვით 2400 ადამიანი ავადმყოფი იქნება, პრობლემები ექნება, შშმ პირი იქნება. დაავადყოფება გინდათ ერის? განადგურდება ქვეყანა. დღეს 2400 ადამიანი ამ 24 000-დან იქნება შშმ პირი – გიხარიათ? პრემიერ-მინისტრია დაინფიცირებული, მინისტრებია დაინფიცირებული, ყველა დაინფიცირებულია. ევროპაში ინფიცირებული ადამიანი ვაქცინირებულია და საქართველოში არავაქცინირებული ადამიანები არიან. ჩინური ვაქცინით აცრილები არა ხართ ვაქცინირებულნი, ტყუილია. არც მინდა ვთქვა, როგორი იქნება თებერვალი.

მთავრობა გეუბნება, თავში ქვა გიხლიათო… მე მეგონა დღეს ქვეყანას ჩაკეტავდნენ… გაექცათ სიტუაცია და სკოლები გახსნილია, მიდით, ბავშვები დააინფიცირეთ, გაანადგურეთ, შშმ პირები გახადეთ მომავალი თაობა… “

36
24201
ბნელეთობას გილოცავთ“

თეგები: გიორგი ფხაკაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა
ახალი ამბები

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა

13:12 09-12-2025
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს “ჯაზი და ღვინო კახეთი”
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს “ჯაზი და ღვინო კახეთი”

12:32 09-11-2025
მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად
ახალი ამბები

მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად

21:19 09-10-2025
Tester’s Day 2025 – თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა
ახალი ამბები

Tester’s Day 2025 – თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა

15:48 09-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved