• რეკლამა
  • კონტაქტი
07:34, ოთხშაბათი, 18 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ახლა თვითგვემას არიან მიცემული – გადაფურთხებულის ალოკვა უწევთ და შემობრძანება საქართველოს პარლამენტში“ – ცაგარეიშვილი ნაცმოძრაობაზე

ალია ავტორი - ალია
02:33 01-31-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

საქართველოს პარლამენტი ბერკეტია ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებაზე ზეწოლის. ამიტომ, როდესაც აწყობს პარლამენტი არის ლეგიტიმური ორგანო და როდესაც არ აწყობს – არალეგიტიმური, გაყალბებული არჩევნების შედეგად შეკრებილი ორგანოა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“-ში მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

ცაგარეიშვილმა მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციაზე გავლენის შესახებ ისაუბრა და ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლა-არ შესვლაზე.

„არ ვიცი, რას მოელოდა, როდესაც განუბაჟებელ ტვირთად შემოიპარა საქართველოში – არაჟნის კონტეინერში გამოკეტილი, რაც ზოგადად სამარცხვინო მოვლენაა და ვფიქრობ, უნიკალურიც. ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ქურდბაცაცასავით, ბინძურ კონტეინერში გამოკეტილი, შემოპარული ქვეყანაში – გაგიგიათ ასეთი პრეცედენტი? მე – არა.

სააკაშვილი ძალიან ნერვიულობს. ამას ახლა ყველაფერი აწყობს, რაც მასზე ყურადღებას გადაიტანს. მათ შორის, ის მგზნებარე დებატები, გამოსვლები, საგამოძიებო კომისიის შექმნა. მის გარშემო თუხთუხი უნდა მიმდინარეობდეს. რა გზებით, რა საშუალებებით, მას საერთოდ არ აღელვებს. მისთვის საქართველოს პარლამენტი ბერკეტია ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებაზე ზეწოლის. ამიტომ, როდესაც აწყობს პარლამენტი არის ლეგიტიმური ორგანო და როდესაც არ აწყობს – არალეგიტიმური, გაყალბებული არჩევნების შედეგად შეკრებილი ორგანოა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა მიხვდა, რომ ხელისუფლების დამხობა არის შეუძლებელი და ამაზე სამართლიან და სამართლებრივ პასუხს მიიღებენ.

„ახლა არიან თვითგვემას მიცემულები. გადაფურთხებულის ალოკვა უწევთ და შემობრძანება საქართველოს პარლამენტში“, – დასძინა ცაგარეიშვილმა.

თეგები: გია ცაგარეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის
ახალი ამბები

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის

13:47 02-17-2026
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
ბიზნესი

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია

13:19 02-17-2026
ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved