• რეკლამა
  • კონტაქტი
08:58, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აშშ-ს 8 500 სამხედრო ევროპაში გადასხმის მზადყოფნაში ჰყავს

ალია ავტორი - ალია
11:42 01-25-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

უკრაინის საზღვრებთან რუსეთის საფრთხის არსებობის ფონზე, აშშ-ს 8 500 სამხედრო ევროპაში გადასხმის მზადყოფნაში ჰყავს, იმ შემთხვევისთვის თუ NATO გააქტიურებს ჩქარი რეაგირების ძალებს (NRF) ან თუ სხვა სიტუაცია წარიმართება. 

“[თავდაცვის] მდივანმა ოსტინმა შეერთებული შტატების სამხედროების გარკვეული ნაწილი გადასხმის მაღალ მზადყოფნაზე გადაიყვანა, რაც ზრდის ჩვენს მზაობას გადავსხათ ძალები, თუ NATO გააქტიურებს NRF-ს, ან თუ სხვა სიტუაციები განვითარდება. მდივნის მიერ მაღალ მზადყოფნაზე გადაყვანილი სამხედროების რიცხვი დაახლოებით 8 500 მოსამსახურეს უტოლდება”, – თქვა პენტაგონის სპიკერმა, ჯონ კირბიმ. 

კირბიმ ასევე დაამატა, რომ გაურკვეველი რაოდენობის სამხედროები მზად იქნებიან სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვისაც. 

პენტაგონის სპიკერმა ნათლად გაუსვა ხაზი, რომ ჯერ ჯარის გადაყვანას არსად აპირებენ.

“დღეს გადასხმის ბრძანებაზე არ ვსაუბრობთ. არ გვაქვს გადასხმის ბრძანებები, რომელზეც ვილაპარაკებთ”, – თქვა კირბიმ.

უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარის შეკრებისა და მზარდი დაძაბულობის ფონზე, NATO შეკავებისა და თავდაცვისთვის აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. 

დანია ბალტიის ზღვაში ფრეგატს, ხოლო ლიტვაში F-16-ის ტიპის 4 გამანადგურებელ თვითმფრინავს გაგზავნის. ესპანეთი NATO-ს სამხედრო ფლოტისთვის დამატებითი საბრძოლო ხომალდების გაგზავნას აპირებს, ასევე განიხილავენ ბულგარეთში ავიაგამანადგურებლების გაგზავნასაც. საფრანგეთმა გამოთქვა რუმინეთში, NATO-ს გენერალიტეტის ქვეშ, სამხედროების გადასხმის მზადყოფნა. აპრილში, NATO-ს საჰაერო მოქმედებების მხარდასაჭერად ნიდერლანდები ბულგარეთში გაგზავნის F-35-ის ტიპის ორ ავიაგამანადგურებელს, ასევე, მზადყოფნაში აყენებენ საბრძოლო გემსა და სახმელეთო ძალებს NATO-ს ჩქარი რეაგირების ძალებისთვის (NRF). აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი ძალების გაგზავნას განიხილავდნენ აშშ-შიც, რაც კირბის სიტყვებით ნაწილობრივ დადასტურდა. 

აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ძალების გაზრდა ხდება რუსეთის მოთხოვნის მიუხედავად, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძალები 1997 წლის მოცემულობას დაბრუნებოდნენ, ანუ იმ პერიოდს, სანამ NATO აღმოსავლეთში გაფართოვდებოდა. მნიშვნელოვანია, რომ ძალების დიდი ნაწილის გაგზავნა იგეგმება სწორედ ბულგარეთში, რომელზეც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ რუსეთს აქედან NATO-ს ჯარების გასვლა სურს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved