• რეკლამა
  • კონტაქტი
23:51, შაბათი, 22 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

წულუკიანი: სააკაშვილის ყოფილი მინისტრი იულონ გაგოშიძე, მისი მეუღლე, ორი შვილი, რძალი და შვილიშვილი, ყველა კულტურის სამინისტროს სისტემაში არიან და იყვნენ დასაქმებულები

ალია ავტორი - ალია
10:32 01-23-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
149

კულტურის სამინისტროსთან გამართული აქცია იყო ერთი დიდი ანეკდოტი, რადგან ის გაიმართა თავისუფლების სახელით და ადამიანის უფლებებს, ანტიჰუმანურობას გუშინ კულტურის სამინისტროსთან აპროტესტებდა არავინ სხვა, თუ არა ჟორიკ რურუა, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, გუშინდელ აქციაზე საბჭოთა სტილსა და ტონზე საუბრობდა 1930-იან წლებში დაბადებული სააკაშვილის ყოფილი მინისტრი, მეცნიერი იულონ გაგოშიძე.

„იულონ გაგოშიძე ამბობდა, რომ აქ საბჭოეთიაო და ის იყო საბჭოთა კავშირში უკვე აღიარებული მეცნიერი 20 წლით ადრე, ვიდრე მე დავიბადებოდი. შესაბამისად, ეს უკვე არის ანეკდოტი. ასევე, ეს ის იულონ გაგოშიძეა, რომელიც, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი მეცნიერი იყოს ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც მოსწონდა სააკაშვილის მინისტრობა და ახლა ითხოვს, რომ იყოს კულტურის სისტემა და კულტურა უფრო მეტად დაცული საქართველოში, ჰგონია, რომ არ არის. ის ითხოვს თავისუფლებას კულტურის მინისტრისგან და მიიჩნევს, თუ ეს ასე არ იქნება, ეს საბჭოეთია, ოღონდ მას ავიწყდება, რომ დღესაც კულტურის სამინისტროსგან იღებს ხელფასს. ჩემთვის გაუგებარია, ვისგან და რისგან თავისუფლებას ითხოვს ეს ადამიანი. ასევე, ბატონი იულონის ვაჟი, ჩვენი ყოფილი თანამშრომელი, არის აქტიურად მედიაში და მგონი, აქციაზეც ბრძანდებოდა – ეს გახლავთ გიორგი გაგოშიძე. ასევე, ბატონი იულონის მეუღლე კულტურის სამინისტროს სისტემაში მუშაობს; ასევე, იულონის კიდევ ერთ შვილი მუშაობს ჩვენ სისტემაში და დღესაც ხელფასს იღებს.

ასევე, ბატონი იულონის რძალი მუშაობს ჩვენს სისტემაში „ნაციონალების“ დროიდან და ხელფასს იღებს; ასევე, ჩვენს სისტემაში მუშაობდა ბატონი იულონის შვილიშვილი, სამი წელი არ დადიოდა სამსახურში და მას შტატს უნახავდნენ ხელოვნების მუზეუმში. ეს არის სწორედ ის საბჭოეთი, რომელიც გარკვეული „ბონბონიერია“, რომელშიც შენ ვითარდები, ხარ რა საბჭოთა დროის მეცნიერი, თვლი, რომ ეს საბჭოეთი კარგია, რომელიც შემდეგ გააღვივა და გააძლიერა სწორედ ჟორიკ რურუას ოჯახის წევრმა, როცა იყო ჩემი წინამორბედი. თავადაც, როცა ბონბონი გგონია თავი და ხარ „ბონბონიერში“, შემდეგ როდესაც ამ სიმყუდროვეს გირღვევენ, რა თქმა უნდა, შეიძლება, ლეგიტიმურად ჩაითვალოს შენი აღშფოთება“ , – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved