• რეკლამა
  • კონტაქტი
13:50, შაბათი, 22 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არსად თქმულა, რომ აზროვნების დეფიციტის პრობლემები იყო ჩივილი… საერთოდ არ ვფიქრობ იმაზე როგორ გაიგებს ამას ჩასაფრებული კატეგორია” – ხერხეულიძე სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

ალია ავტორი - ალია
13:33 01-19-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

“ენმ”-ის წევრი, ეკა ხერხეულიძე:

“რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას-

ალბათ თქვენც მოგისმენიათ მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ, თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არა კეთილსაიმედოა,როგორ ახერხებს იგი საჯარო განცხადებების გაკეთებას, ან ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობას. უფრო უხეში ფორმითაც მოგვისმენია პოზიციონირება, მაგალითად, ჩამოყალიბდით, კვდება თუ ეკონომიკურ პროგრამას წერს? ამ შემთხვევაში, რბილად რომ ვთქვათ, უვიცობასთან გვაქვს საქმე. არსებობს უამრავი მძიმე დაავადება, რის შემთხვევაშიც, შეუქცევადი შედეგის დადგომამდე ადამიანები აგრძელებენ ცხოვრებას იქნება ეს უკურნებელი სენის პირობებში, თუ სხვა დაავადებების დროს. საქმე ისაა,რომ ამ აზრის მატარებელი ხალხი ვერ აცნობიერებს რასთან გვაქვს საქმე. არასდროს, არსად არ თქმულა, რომ აზროვნების დეფიციტის პრობლემები იყო ჩივილის კატეგორია, რაც თავისთავად ურთიერთკავშირს გამორიცხავს ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების კუთხით.

რადგან პრაქტიკა არ არსებობს როგორია 50 დღიანი მოშიმშილეს რეაბილიტაციის პროცესი, მით უფრო, როდესაც ეს შიმშილობა მიმდინარეობდა წამების და არაადამიანური მოპყრობის ფონზე, ჩვენ არ შეგვიძლია ცალსახა დასკვნები გავაკეთოთ არსებული მდგომარეობის შესაფასებლად. ერთია ვიზიტორის აღქმა რა ვითარებაში ხვდება პატიმრობაში მყოფი ადამიანი და მეორეა, რა ჰქვია ამ მდგომარეობას სამედიცინო ენაზე. სხვაზე რომ არ ვილაპარაკო, მხოლოდ საკუთარ თავზე მოგახსენებთ-ყველა ის აღწერა რაც ჩემგან მოგისმენიათ, იყო მხოლოდ ის, რასაც ისმენდით. მე კარგად ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას, მესმის საქმის სირთულე და ვერავის ხათრით ვერ შევალამაზებ ნანახს და განცდილს. შესაძლებელია მიხეილ სააკაშვილის თხოვნის გათვალისწინებით პირიქით, შეფასებით ნაწილში გარემოება შევამსუბუქო, მაგრამ პოლიტიკური კონიუქტურის გათვალისწინებით, ვითარება დავამძიმო, ეს არის გამორიცხული. კარგად მესმის განწყობების სიმძიმე, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პარალელურად, მე მაწუხებს ჩემი პასუხისმგებლობა და საერთოდ არ ვფიქრობ იმაზე როგორ გაიგებს ამას ჩასაფრებული კატეგორია.

პრაქტიკამ ისიც გვაჩვენა,რომ ჩემი ყოველი შეფასება, რაც იმ წუთისთვის გადაჭარბებულად მოგეჩვენათ, მოგვიანებით აისახა პროფესიონალების დასკვნებში და ახლაც იგივეს ველოდი სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ექიმთა კონსილიუმის მხრიდან. დიახ, ვითარება არის იმგვარი, რაც ექიმების შეფასებით გახდა ცნობილი და საჭიროა დაუყოვნებლივ რეაგირება.

პოლიტიკურად კარგ ფორმაში ყოფნა და მხნეობის შენარჩუნება, არ ნიშნავს იმას,რომ წამებისგან მიყენებული ტრავმა სადღაც მიყუჩდება. პრობლება იქნება პროგრესირებადი და სავალალო შედეგის მომტანი. რაც აქამდე არ ვიცოდით, ამას საქართველოს მესამე პრეზიდენტზე დაკვირვებით ვერ ვისწავლით. ჩვენ არ ვიცით რას განიცდის ორგანიზმი, როდესაც ის 50 დღიანი აგრესიული შეტევით ინგრევა. შიმშილობა უკვე დიდი სტრესია, მაგრამ ის ხანგრძლივობა რაც სააკაშვილმა გადაიტანა, მხოლოდ სტრესი აღარ არის, ეს არის თავის განადგურება და ამან თავის მძიმე შედეგები მოიტანა. ეს გავლენა დინამიკაში სხვადასხვაგვარად ვლინდება და ადვილი შესამჩნევია. ვინც მისი ბედით დაინტერესებული ბრძანდებით, მის მდგომარეობას ნუ განსჯით მწყობრი პოლიტიკური სიტყვით. თუ მაინც ეს სურვილი გამოძრავებთ, ცოტა ობიექტურობაც გაიხადეთ მოკავშირედ და როცა სამარტოო საკანში გამომწყვდეულ ნაწამები კაცის მიერ უინტერნეტო სივრცეში დაწერილ დოკუმენტს შეაფასებთ, მოყვანილი ციფრების ცდომილებაზე დიდ სტატიებს ნუ გამოაცხობთ, ეს უხერხულია, ძალიან უხერხული. იმაზე იფიქრეთ, ეგ ციფრებიც და ყველა სტატისტიკა ხელის გულზე რომ გიდევთ, მაინც რომ ვერაფერი შექმენით მსგავსი და მაინც ის კაცი რომ ფიქრობს ყველაზე მეტს მომავლის მოწყობაზე.

ასე რომ, სააკაშვილის მხრიდან ეკონომიკური პროგრამის დაწერა კი არ არის წარმოუდგენელი, ეს არა მხოლოდ დაუწერია, ამ დრომდე ერთადერთია ვისაც განუხორციელებია, არამედ, მისგან ის არის გასაკვირი, რომ ამის სურვილი ისევ აქვს და ჩვენგან ის არის გასაოცარი, რომ ამას ვერ ვიყენებთ.

იმედს ვიტოვებ, ექიმების დასკვნის მიმართ გულგრილი არ დარჩება საზოგადოების საღი ნაწილი და გვექნება ადექვატური რეაგირება

#თავისუფლებამიშას“

თეგები: ეკა ხერხეულიძემიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved