• რეკლამა
  • კონტაქტი
15:03, ორშაბათი, 16 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

15 და 16 იანვარს, დედამიწაზე მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი

ალია ავტორი - ალია
20:26 01-13-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
189

შაბათ-კვირას, 15 და 16 იანვარს, დედამიწაზე მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი.  Report.ge-ს ცნობით, შესაბამის ინფორმაციას Spaceweather ავრცელებს. კვირას G1 კლასის, სუსტი მაგნიტური ქარიშხალია ნავარაუდები.

Spaceweather-ის თანახმად, 12 იანვარს მზემ პლაზმის გიგანტური გროვა გამოყო, რომელიც დედამიწისკენ მოემართება.

მაგნიტური ქარიშხალი არის დედამიწის გეომაგნიტური ველის დარღვევა, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე და ასევე შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული ინტენსივობა. ისინი გავლენას ახდენენ საკომუნიკაციო სისტემების მუშაობაზე და შეიძლება გამოიწვიოს ტექნიკური გაუმართაობა.

G1 კლასის გეომაგნიტური ქარიშხალი ითვლება პატარად, ხოლო G2 კლასის ქარიშხალი – ზომიერად. ყველაზე საშიში გეომაგნიტური ქარიშხალი არის G5 კლასის. ასეთ ექსტრემალურ ქარიშხალს შეუძლია საფრთხე შეუქმნას არა მხოლოდ ელექტრო ქსელებს და სხვა მიწიერ ინფრასტრუქტურას, არამედ ადამიანების ჯანმრთელობასაც. 

აღსანიშნავია, რომ მაგნიტური ქარიშხლების გამო ყველაზე ცუდად თავს იგრძნობენ გულ-სისხლძარღვთა და სახსრების დაავადებებისა მქონე, ასევე ჰიპერტონიისადმი მიდრეკილი, მეტეოდამოკიდებული და ფსიქოემოციურად არასტაბილური ადამიანები, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემებს, ამა თუ იმ დონით, აბსოლუტურად ყველა შეიგრძნობს.

orphus_system 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

PSP-ში თანამშრომლებისთვის ხელოვნური ინტელექტის (AI) ასისტენტი დაინერგა – კომპანიის ცოდნა ერთ ჩატში
ახალი ამბები

PSP-ში თანამშრომლებისთვის ხელოვნური ინტელექტის (AI) ასისტენტი დაინერგა – კომპანიის ცოდნა ერთ ჩატში

12:46 11-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved