• რეკლამა
  • კონტაქტი
23:34, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვაზისუბნის მერე მისი კვალი იკარგება” – ჯუმბერ თამაზაშვილს მე-11 დღეა, ეძებენ

ალია ავტორი - ალია
17:39 01-13-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
73

67 წლის ჯუმბერ თამაზაშვილს უკვე 11 დღეა ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, ის ბოლოს ორთაჭალაში, სამარშრუტო ტაქსის გაჩერებაზე ნახა ნაცნობმა.

უკვე ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რის მიხედვითაც ჯუმბერ თამაზაშვილი, ორთაჭალიდან ტაქსით ვაზისუბნის მიმართულებით გადაადგილდება.

სამართალდამცველებმა ის ტაქსის მძღოლი უკვე გამოჰკითხეს, რომელმაც კახეთიდან ჩამოსული მგზავრი მახათას მიმდებარე ტერიტორიაზე მიიყვანა.

„პრაიმტაიმი“ დაკარგულის დას, მერი თამაზაშვილს ესაუბრა.

„ჩემი ძმა 67 წლისაა. ბოლო პერიოდში მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები დაეწყო. ყვარლის რაიონის სოფელ მთისძირში ვცხოვრობთ.  2 იანვარს გავიდა სახლიდან, ვიფიქრე ბირჟაზე მიდის-მეთქი, მაგრამ რომ დაღამდა და აღარ მოვიდა, მაშინ დავიწყეთ ძებნა.

როგორც გავიგეთ, დაახლოებით შუადღის 2 საათზე წამოვიდა სამარშრუტო ტაქსით თბილისის მიმართულებით. ორთაჭალაში, ნაცნობმა ნახა მაგრამ რას იფიქრებდა, რომ თვითონაც არ იცოდა სად მიდიოდა.

პოლიციამ გვითხრა, რომ ამოიღეს ვიდეო კამერის ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც ორთაჭალაში აჩერებს ტაქსის, მიდის ვაზისუბნის მიმართულებით და ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება. პოლიციამ გამოკითხა ტაქსის მძღოლი, რომელიც ამბობს, რომ კლიენტი, მახათას მთის მიმდებარედ ჩამოვიდა. სამწუხაროდ იქ ვიდეო კამერები არ აყენია და ვეღარ გავიგეთ სად წავიდა.

თბილისში ბევრი ნათესავი გვყავს, მაგრამ არსად მისულა. არც ფული ჰქონდა თან და არც ტელეფონი. აცვია ყავისფერი ქურთული და ნაცრისფერი შარვალი. ახურავს ჯინსის ქუდი. თუ ვინმეს რაიმე ინფორმაცია აქვს, იქნებ შეგვეხმიანოს. ძალიან მინდა ოჯახს უვნებელი დაუბრუნდეს“, – ამბობს მერი თამაზაშვილი.

პრაიმტაიმი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved