ერთი წელი გვლანძღავდნენ, რატომ შეხვედით პარლამენტშიო, შემდეგ თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გამწკრივდნენ და პარლამენტში ისე შემოვიდნენ, ვითომ, არაფერი მომხდარა – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რევოლუციაში ვერავის და მით უმეტეს, სააკაშვილს და „ნაცმოძრაობას“ მხარს ვერ დაუჭერს.
„მიხეილ სააკაშვილთან არაფერი გვესაქმება. ერთი წელი გვლანძღავდნენ, რატომ შეხვედით პარლამენტშიო, შემდეგ თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გამწკრივდნენ და პარლამენტში ისე შემოვიდნენ, ვითომ, არაფერი მომხდარა. ახლა ჩვენგან ითხოვენ, არიქა, ისევ გავერთიანდეთ. არ ვიცი, ესენი როგორ სოციუმში გაზრდილი ან როგორი პოლიტიკური გემოვნების ხალხია, მაგრამ ჩვენთვის ასეთი რაღაცები მიუღებელია.
ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის წყალობით ვერგანხორციელებული რევოლუციის ჟინითაა შეპყრობილი, სხვა დღის წესრიგი არ აქვთ მათ, არც „ნაციონალურ მოძრაობას“, არც სააკაშვილს. სააკაშვილს აქვს ორი დღის წესრიგი, რომ ციხიდან გამოვიდეს და რევოლუცია მოახდინოს. ბოდიში, მაგრამ ვერც ერთში და ვერც მეორეში მისი პარტნიორები ვერ ვიქნებით. თუ ქვეყნისთვის რაიმე სასარგებლო იდეა ექნება, კი ბატონო, მხარს დავუჭერთ, მაგრამ რევოლუციაში ვერავის და მით უმეტეს, სააკაშვილს და „ნაცმოძრაობას“ მხარს ვერ დავუჭერთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
კომენტარები