ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე მიხეილ სააკაშვილის მიერ შევარდნაძის ხელისუფლების უკანონოდ მოხსენიებას სოციალურ ქსელში ეხმიანება:
„სააკაშვილი შევარდნაძის ხელისუფლებას უწოდებს უკანონოს. ავიწყდება, რომ იმ ხელისუფლების იუსტიციის მინისტრი იყო და იმ მმართველ პარტიაში, ანუ მოქალაქეთა კავშირში ეკავა გენერალური მდივნის, პარლამენტში უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარე და იურიდიულ, საკონსტიტუციო და კანონიერების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. თანამდებობებით, შევარდნაძის შემდეგ ყველაზე გავლენიანი პირი იყო, ანუ, როგორც უწოდებს, უკანონო ხელისუფლებაში. მთელი ნაციონალური მოძრაობაც იყო. ჰოდა, თუ უკანონო იყო, რა გინდოდათ იმ ხელისუფლებაში?“ – წერს სალუქვაძე.
კომენტარები