სატელეკომუნიკაციო კომპანია „მაგთიკომის“ თანამშრომლები გაიფიცნენ. კომპანიის აბონენტები ტექნიკურ მომსახურებას ვერ იღებენ. ინფორმაცია ტვ პირველი ავრცელებს.
პროტესტის მონაწილეები გაძვირებული ცხოვრების გამო ხელფასების გაზრდას ითხოვენ. არსებული ინფორმაციით, კომპანიის ხელმძღვანელობა დათმობაზე არ მიდის და მოთხოვნის შესრულეაბზე უარს აცხადებს.
მნიშვნელოვანია, რომ როდესაც კოვიდპანდემია დაიწყო, მაგთიკომში ხელფასები მინიმუმ 10%-ით გაიზარდა და ეს შეეხო უკლებლივ ყველათანამშრომელს. რეგიონის ინჟინერ-ტექნიკოსებს კი, ხელფასები გაეზარდათ 23%-ით.მაგთიკომში გარკვეულ ჯგუფებზე მოქმედებს საბონუსე სისტემა. ბონუსები მიიღეს იმ თანამშრომლებმაც, რომლებიც დღეს სამუშაო პირობების გადახედვას ითხოვენ.კოვიდპანდემიის პერიოდში კონკრეტულად ინჟინერ-ტექნიკოსების ჯგუფებზე მაგთიკომის მიერ გაცემულმა ბონუსმა თითქმის 3 მილიონი ლარი შეადგინა.მაგთიკომი გადადგამს შესაბამის სამართლებრივ ნაბიჯებს სიტუაციის სამართლებრივ ჩარჩოებში დასაბრუნებლად, – აცხადებენ კომპანიაში.
კომენტარები