• რეკლამა
  • კონტაქტი
16:29, ორშაბათი, 29 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ არ ისმის მოთხოვნა – სავარაუდოდ, მძიმე ავადმყოფ ადამიანს ჩაუტარდეს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა – დავით ქართველიშვილი

ალია ავტორი - ალია
15:24 01-13-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეს სასამართლოს სოციალურ ქსელში ეხმიანება:

„პერიოდულად, კონტრასტის გავლების მიზნით – საფრანგეთის, ყირგიზეთის, სამხრეთ კორეის ექს-პრეზიდენტების, თავის სასამართლო პროცესებზე სიტყვით გამოსვლებიც რომ გვაყურებინოთ? მინდა შევადარო. ჩვენს ექს-პრეზიდენტებთან, პატივისცემის უკანასკნელ წვეთები გვეკარგება ქართველებს და უზომო სირცხვილისა და ნაქები ეროვნული ზეაღმატებული ნიშანთვისებების მიმართ უკიდეგანო იმედგაცრუების გარდა, აღარაფერი გვრჩება.იმ პირველი პრეზიდენტის გარდა, რომელსაც გაუგონარი თავხედობით ედრება ეს დიდი ალბათობით ფსიქიკურად შეშლილი ადამიანი (?) და ჩვენ (!) გვაბრალებს მის მკვლელობას. მე არ მესმის, რატომ ტკბება ამ მსჯავრდებულის მიერ მიწასთან განადგურებული სასამართლო, ფსიქიატრიის სახელმძღვანელოებში შესატანი ბოდვების მოსმენითა და მათი ლეგალიზაციით. რატომ არ ისმის ლოგიკური, ჰუმანური და კანონიერი მოთხოვნა – სავარაუდოდ მძიმე ავადმყოფ ადამიანს ჩაუტარდეს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა.იმ ადამიანს, ვინც ამ ქვეყანაში თურმე აბსოლუტურად ყველაფერი ააშენა, ვინც საქართველოს ჰიმნის ტექსტის თანაავტორიც არის, ვინც უკრაინაში მესამე კაცად ყოფნაზე ნებაყოფლობით უარი განაცხადა, ვის გარეშეც საქართველო ნატო-შიც კი არ შეყავთ, ვის ხელშიც საქართველოში ათ მილიარდიანი საინვესტიციო პაკეტის შემოტანაა…მე მართლა მიჭირს ამ ბოდვების დაფრაგმენტება და კიდევ ერთხელ ვუბრუნდები ჩემს რიტორიკულ კითხვას – სავარაუდოდ გენეტიკურად და თანდაყოლილად ფსიქიკურად ავადმყოფ ადამიანს რატომ ვტანჯავთ, ან ჩვენ რატომ ვიტანჯებით დღევანდელის მსგავსი შოუების ყურებით? ეს ხომ ავადმყოფი ადამიანის დაცინვაა?“ – წერს დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
ახალი ამბები

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

13:50 06-29-2026
ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე
ახალი ამბები

ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე

13:47 06-29-2026
სიახლე PSP-ში – ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
ახალი ამბები

სიახლე PSP-ში – ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან

13:46 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved