• რეკლამა
  • კონტაქტი
06:31, პარასკევი, 26 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეს სხდომის დარბაზი ჩემი აშენებულია, ეს დროშა ჩემი გაკეთებულია, ეგ სკამი, რომელზეც ზიხართ, ჩემი დადგმულია, ეს აუდიტორიები ჩემი გაკეთებულია, ეს გალია ჩემი აშენებულია“ – სააკაშვილი მოსამართლეს

ალია ავტორი - ალია
14:09 01-13-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
74

საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი ხმაურით დაიწყო. მიხეილ სააკაშვილმა სხდომის დაწყებისთანავე განაცხადა, რომ “ივანიშვილის სასამართლოსთვის თვალებში ყურებას არ აპირებს”, რაზეც მოსამართლემ შეახსენა, რომ ის სასამართლო დარბაზში იმყოფებოდა. 

„თქვენ ჩემთვის არავინ არ ხართ საერთოდ, მივმართავ ქართველ ხალხს, რომლის წინაშე წარვდექი აქ და ვერავინ გამაწყვეტინებს, თუ გამაწყვეტინებთ, შემდეგ ქართველი ხალხი გაგცემთ პასუხს. მე სად ვბრძანდები ძალიან კარგად ვიცი, ეს სხდომის დარბაზი არის ჩემი აშენებული, ეს დროშა, რომელიც თქვენ უკან არის ჩემი გაკეთებულია, ეგ სკამი, რომელზეც ზიხართ, ჩემი დადგმულია, ეს აუდიტორიები ჩემი გაკეთებულია, ეს გალია ჩემი აშენებულია. მე სად ვარ, თქვენი ახსნა-განმარტება არ მჭირდება. ყველაფერი, რაც გაკეთებულია ამ ქვეყანაში, ყველაფერი, რაც არ გააფუჭეს აქამდე, არის ჩემი გაკეთებული და ახლა თქვენი ახსნა-განმარტება ნამდვილად არ მჭირდება და ნუცას სკოლა. თქვენგან განსხვავებით ოთხი უმაღლესი სასწავლებელი იურიდიული მაქვს დამთავრებული, არანაირ პატივს არ ვცემ ივანიშვილის სასამართლოს. ნულოვანი პატივისცემა მაქვს თქვენი სასამართლოს მიმართ, ნულოვანი პატივისცემა მაქვს თქვენი ე.წ. სამართლის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ პატივს ვცემ ჩემს ხალხს და ქართველი ხალხის პატივისცემის გამო ჩამოვედი ამ ქვეყანაში და მივმართავ ჩემს ხალხს. ქალბატონო, მე თქვენი თვალები საერთოდ არ მიზიდავს უკაცრავად, მე მივმართავ ქართველ ხალხს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას
ახალი ამბები

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას

20:17 12-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved