ნოვაკ ჯოკოვიჩმა აღიარა, რომ 16 დეკემბერს კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა იზოლაციის წესები დაარღვია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.როგორც ჯოკოვიჩი ამბობს, ვირუსის დადასტურებიდან ორი დღის შემდეგ, ჟურნალისტს ინტერვიუსთვის შეხვდა.
`მიუხედავად იმისა, რომ ინტერვიუს შემდეგ სახლში წავედი და განსაზღვრული დროით თვითიზოლაცია დავიწყე, ახლა ვიაზრებ, რომ ეს იყო არასწორი გადაწყვეტილება და უნდა გადამევადებინა ეს შეხვედრა“, – განაცხადა ნოვაკ ჯოკოვიჩმა.
კომენტარები