“ბოლომდე უსინდისობა ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეში ვერ გაბედეს: ესე იგი, რაღაც საღ აზრს ჯერ კიდევ ექვემდებარებიან,” – ასე ეხმაურება ილიაუნის პროფესორი დავით დარჩიაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას.
ცნობისთვის, 3-წლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ფულის გათეთრების მუხლი ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობის თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა, დამნაშავედ სცნო და სამივეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, დანაშაულის ხანდაზმულობის გამო მათ არ დააპატიმრებენ.
კომენტარები