• რეკლამა
  • კონტაქტი
15:54, კვირა, 28 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხაზარაძის და ჯაფარიძის დაჭერა დღეს არის მავნებლობა – ნათია ფანჯიკიძე

ალია ავტორი - ალია
10:56 01-12-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
113

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს:

„მესმის, რომ არ ვარ იურისტი და შორს ვარ მშრალი ლეგალისტური აზროვნებისგან, მაგრამ მტკიცედ მწამს რომ გარდა განზრახ მკვლელობისა და ქვეყნის ღალატისა, ყველაფრის განხილვა შეიძლება სხვა კუთხიდან. 20 წლის წინანდელი ფინანსური დანაშაული დადასტურებულიც რომ იყოს, ხაზარაძის და ჯაფარიძის დაჭერა დღეს არის მავნებლობა. საქართველოში კი თითქმის ყველა ადამიანს ეჩვენება, რომ გენიოსია და უბრალოდ უიღბლობის გამო ვერ აღწევს წარმატებას, ან მემკვიდრეობით რომ არ ერგო მილიონები, ამიტომ ვერ ქმნის რამეს მასშტაბურს და იქნებ ასეცაა, ნუ წავართმევთ ნურავის ამ რწმენას, მაგრამ დღევანდელი რეალობა ასეთია – ადამიანთა საკმაოდ მცირე ჯგუფი ახერხებს შექმნას სამუშაო ადგილები და მაღალი სტანდარტით განახორციელოს დიდი პროექტები. ერთერთი ხაზარაძეა. ისედაც ჩამოშლილ, ღატაკ ქვეყანას არა აქვს ფუფუნება, ენერგიული, საუკეთესო სამუშაო ასაკში მყოფი ქმედითი ხალხი გამოამწყვდიოს წინა საუკუნის ფინანსური გაუგებრობის გამო, რომელიც შორიდან ასე გამოიყურება – თავისი ერთი ჯიბიდან, მეორე ჯიბეში გადაიტანა კაცმა ფული. სავალდებულო საქმის კეთება მაინც მიუსაჯონ, – ეს იქნებოდა ეროვნული საქმე. გამოსაყენებელია ამ ხალხის უნარები და რესურსი. არა აქვს მნიშვნელობა, პოლიტიკურად ვინ ვისიანია. ქვეყანას სჭირდება მოქმედი, ენერგიული ხალხი. და ხო, ანაკლიის პროექტიც არ არის მისაგდები. არ გვაქვს ჩვენ არაფრის მიგდების უფლება, შიმშილით გვიკვდება მოსახლეობის დიდი ნაწილი და კარი არსაიდან ეკეტება ქვეყანას.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved