12 იანვარს თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება შეიზღუდება. – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის, ხერგიანის, წინამძღვრიშვილის, პატარა ტბის, კოტე მარჯანიშვილის და კარლო მებაღიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომენტარები