• რეკლამა
  • კონტაქტი
19:33, ორშაბათი, 3 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყაზახი ხალხის ცნობიერებაში სამუდამოდ დარჩება იქ ჩასული რუსული ОДКБ და ასობით მოკლული მშვიდობიანი ყაზახი დემონსტრანტის სახელი” – წერილი სოციალურ ქსელში

ალია ავტორი - ალია
20:30 01-11-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
122

სოციალურ ჯგუფში “ჩვენი ერთმორწმუნე ძმები“, წერილი ვრცელდება ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებზე”

ვეცდები მაქსიმალურად მოკლედ დავწერო.

ამბავი #1:

სტალინის სიკვდილის შემდეგ უნგრეთში გაძლიერდა მოძრაობა თავისუფალი სიტყვისა და დემოკრატიული რეფორმების მოთხოვნით. საპროტესტო გამოსვლები 1956 წლის ოქტომბერში ბუდაპეშტის ქუჩებში უნგრეთის უშიშროების ძალებთან და საბჭოთა ჯარებთან შეტაკებებში გადაიზარდა. უნგრეთის ჯარის დიდი ნაწილი ხალხის მხარეს გადავიდა. რევოლუციურმა ტალღამ ქვეყანაში ახალი მთავრობა მოიყვანა რეფორმისტი პოლიტიკოსის, იმრე ნადის თავმჯდომარეობით. ახალმა ლიდერმა დადო მრავალპარტიული სისტემის შემოღების პირობა, 1 ნოემბერს უნგრეთი ნეიტრალურ სახელმწიფოდ გამოაცხადა და გაეროს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

3 დღეში, ანუ 4 ნოემბერს საბჭოთა არმიამ დაიწყო სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია უნგრეთის რევოლუციის ჩასახშობად. ერთკვირიან ბრძოლებს 2 500 უნგრელი შეეწირა, ხოლო 200 000 კი ლტოლვილად იქცა. აჯანყება დამარცხდა, ნადი დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს.

ამბავი #2:

1968 წლის იანვარში ალექსანდერ დუბჩეკი გახდა ჩეხოსლოვაკეთის კომპარტიის ცკ-ის პირველი მდივანი.

დუბჩეკი ხალხს დაჰპირდა სოციალიზმის დემოკრატიზაციას, მისივე სიტყვებით „სოციალიზმს ადამიანური სახით.”

დუბჩეკმა თანამდებობის პირველივე დღიდან უარი თქვა პრესისა და მედიის ცენზურაზე, პრესისა და მედიის თავისუფლებამ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას შეუწყო ხელი.

სსრკ-ში შეშფოთებით ადევნებდნენ თვალს ჩეხოსლოვაკეთში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს… საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს გადაწყვეტილებით

1968 წლის 21 აგვისტოს 250 000-მდე საბჭოთა ჯარისკაცი, 2 000 ტანკი და ასობით თვითმფრინავი შეიჭრა ჩეხოსლოვაკეთში,

სულ რამდენიმე საათში პრაღაში დააკავეს ალექსანდერ დუბჩეკი და დასაკითხად წაიყვანეს მოსკოვში.

ჩეხოსლოვაკეთის მოსახლეობა უკმაყოფილებას არ მალავდა, ხოლო საბჭოთა ხელისუფლების ქმედებას გმობდა მთელი ცივილური მსოფლიო.

საბჭოთა ინტერვენციის შედეგად დაიღუპა 137-მდე სამოქალაქო პირი და ამით დასრულდა დუბჩეკის მიერ წამოწყებული სოზიალიზმის დემოკრატიზაცია.

პოსტი ძალიან რომ არ გამეწელოს აღარ მოვყვები მცირე დემონსტრაციებზე რომლებიც სოციალისტური ბანაკის სხვა ქვეყნებში მიმდინარეობდა 1980 წლამდე.

1980 წლიდან პროტესტის ტალღამ ეტაპობრივად მთელი აღმოსავლეთ ევროპა მოიცვა. ყველაფერი პოლონეთიდან დაიწყო და პროტესტის მიზეზი არც მეტი არც ნაკლები ხორცპროდუქტებზე ფასების ზრდა გახდა.

1991 წლისთვის ყველა სოციალისტური ბანაკის ქვეყანა გახდა კაპიტალისტური და ყველგან დაიწყო დემოკრატიული პროცესები, რომელიც დღემდე გრძელდება. ნუ სსრკ-იც რომ დაიშალა და ბალტიის ქვეყნები დღეს ნატოს წევრი სახელმწიფოები არიან ვიცით.

რატომ მოვყევი ეს ამბები, ბოლო დღეებში არაერთი პოსტი შემხვდა ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებზე, რომ ყაზახეთშიც დამარცხდა დასავლეთი, რომ ახლა უარეს დღეში ჩავარდებიან და ა.შ.

იქვე გვიყვებიან აგვისტოს ომში, უკრაინაში და ბელარუსშიც იგივე ბედი რომ ეწია დასავლეთს და რომ რუსეთს იქით გზა არა გვაქვს და კიდევ ბევრი ბლა ბლა ბლა…

ალბათ თავის დროზე უნგრეთში და ჩეხოსლოვაკეთში კრახით დასრულებულ საპროტესტო ტალღებზეც იგივეს იძახოდა მავანი, მაგრამ იმ საპროტესტო ტალღებმა გრძელვადიან პერსპექტივაში რა შედეგიც გამოიღო დღეს ვხედავთ.

მე ვერ წარმოვიდგენდი რომ ყაზახეთში სადაც 2 წლის წინ დედაქალაქს მოქმედი დიქტატორის სახელი დაარქვეს ამხელა სოციალური ხასიათის საპროტესტო ტალღა აგორდებოდა და მითუმეტეს ვერ წარმოვიდგენდი რომ ეს პროტესტი პოლიტიკური ხასიათის გახდებოდა.

უნგრეთში განვითარებული წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ისტვან ბიბომ თავის დროზე თქვა ასეთი სიტყვები “თავისუფლება იწყება იქ, სადაც მთავრდება შიში.”

სურათს რომელსაც სამთავრობო აგიტატორები, ალტინფოები და ა.შ(ერთი “კამანდაა” ჩემთვის) გვიხატავენ არის ოპტიკური ილუზია,

რეალურად უკრაინაში, ბელარუსში და ყაზახეთში აგორებული ეს საპროტესტო ტალღები გრძელვადიან პერსპექტივაში ზუსტად იმ შედეგს გამოიღებს რა შედეგიც თავის დროზე აღმოსავლეთ ევროპაში გამოიღო.

ჩადით დღეს ჩეხეთში, პოლონეთში, უნგრეთში და ნახეთ რა დამოკიდებულება აქვთ რუსეთისადმი.

როგორც არ უნდა დამთავრდეს ყაზახეთში განვითარებული მოვლენები დამიჯერეთ ყაზახი ხალხის ცნობიერებაში სამუდამოდ დარჩება იქ ჩასული რუსული ОДКБ და ასობით მოკლული მშვიდობიანი ყაზახი დემონსტრანტის სახელი.”

თეგები: ყაზახეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ევაკუატორი
ახალი ამბები

როგორ გადაგვარჩინა ევაკუატორმა – 4 გოგოს თავგადასავალი ქალაქგარეთ

16:23 08-03-2026
ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved