• რეკლამა
  • კონტაქტი
05:23, კვირა, 23 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აშშ-მა უნდა დაუწესოს სანქციები პუტინსა და მის შიდა წრეს” – 9 სენატორის წერილი ბაიდენს

ალია ავტორი - ალია
19:49 01-11-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

9 ამერიკელმა სენატორმა შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს წერილობით მიმართა და უკრაინაში მხარდაჭერის გაზრდისკენ მოუწოდა. წერილში ნათქვამია ისიც, რომ აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა პუტინსა და მის წრეს სანქციები უნდა დაუწესონ რადგან ისინი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დაშინებას განაგრძობენ.

“როგორც NATO-ს სადამკვირვებლო ჯგუფის წევრები, გწერთ, რომ გადმოგცეთ აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორების უსაფრთხოებისა და თავისუფლების ორპარტიული მხარდაჭერა, მიმდინარე კვირის NATO-რუსეთის საბჭოს სხდომის ფარგლებში.

მიმდინარე კრიზისი, რომელიც ხელოვნურად შექმნილია ვლადიმერ პუტინის მიერ, უკრაინის საზღვართან რუსი ჯარისკაცების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის განლაგებით, გამოხატავს, პუტინის უარყოფას, რუსეთის მეზობელი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

ხელმომწერი სენატორები მხარს ვუჭერთ თქვენს ძალისხმევას, გამოიყენოთ ყველა დიპლომატიური საშუალება, რათა ცხადი გახდეს პუტინისთვის, რომ აშშ და მისი მოკავშირეები არ მიიღებენ მის ახლანდელ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, ასევე, როგორც არ დაუშვებენ უკრაინაში შეჭრას ისე, რომ არ მოჰყვეს უარყოფითი შედეგები.

რუსეთის სიაში, რომელიც ის “უსაფრთხოების გარანტიას” ითხოვს დასავლეთის მთავრობებისგან, პუტინი ცალსახად ითხოვს, NATO-მ წევრობიდან გამორიცხოს უკრაინა და პირობა დადოს, რომ ალიანსი აღარ გაფართოვდება. ასევე, ითხოვს, აიკრძალოს NATO-ს სამხედრო აღჭურვილობის განლაგება ქვეყნებში, რომლებიც ალიანსს 1997 წლის მერე შეუერთდნენ. ეს და სხვა უსაფუძვლო მოთხოვნები მიუღებელია სენატორების ამ ჯგუფისთვის.

ეს მოთხოვნები არის რუსეთის მცდელობა, რომ კიდევ ერთხელ შექმნას ევროპაში გავლენების სფერო, სადაც კრემლი თავისუფალია იძალადოს და დაჩაგროს ისეთი ქვეყნები როგორიცაა, უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი და რუმინეთი, რომლებიც ამერიკის მტკიცე მოკავშირეები და პარტნიორები არიან.

ჩვენ მხარს ვუჭერთ მტკიცე ჩართულობას ჩვენს პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ კოორდინირებული და ცალსახა პასუხი პუტინის საშიში პოლიტიკის მიმართ და ვთხოვოთ ადმინისტრაციას და მის მოკავშირეებს, რომ გააგრძელონ საყვედური პუტინის სამხედრო მუქარებისა 
და პროვოკაციის მიმართ ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ. 

აუცილებელია, რომ შეერთებულმა შტატებმა მოახდინოს გადაწყვეტილების დემონსტრირება და უარი თქვას პუტინის მიუღებელი მოთხოვნების მშვიდად მიღებაზე.

რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებთან მიმდინარე კვირის შეხვედრების გათვალისწინებით, გვსურს გამოვხატოთ ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა შემდეგი პუნქტებისადმი:

რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება NATO-ს გაფართოებისა და ალიანსის ზრდის მიმართ. ამას მხოლოდ NATO-ს წევრები გადაწყვეტენ.

აშშ, მისი მოკავშირეები და პარტნიორები ერთგული არიან იმ პრინციპის მიმართ, რომ “არ იქნება დისკუსია ან გადაწყვეტილება უკრაინის შესახებ, უკრაინის გარეშე”, რაც ასევე უნდა გავრცელდეს საქართველოზე.

NATO-ს კარი ღია რჩება ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არიან და სურთ, შეასრულონ წევრობისთვის გათვალისწინებული ვალდებულებები და რომელთა წევრობა ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებას ხელს შეუწყობს.

NATO-მ მხედველობაში უნდა მიიღოს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში გაზრდილი სამხედრო განლაგება, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პოლონეთსა და შავი ზღვის რეგიონში, რუსული აგრესიის შესაკავებლად.

საჭიროა, დამატებითი დახმარება უსაფრთხოების სფეროში უკრაინისთვის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსული აგრესიის საფრთხის ქვეშ არიან, რათა რუსეთს სამხედრო ოპერაციებში ხელი შეეშალოთ. ჩვენმა მოკავშირეებმა უნდა განიხილონ მსგავსი ზომები

აშშ-მა და ჩვენმა მოკავშირეებმა უნდა დაუწესონ სანქციები პუტინსა და მის შიდა წრეს, სანამ, ისინი აგრძელებენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დაშინებას. 

ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად მუშაობას, განსაკუთრებით NATO-სა და ევროკავშირის მეშვეობით, რომ უკან დავხიოთ პუტინის აგრესიული ტაქტიკა. ეს აჩვენებს აშშ-ს ერთგულებას, დაამყაროს კანონზე დაფუძნებული წესრიგი ევროპაში. მსოფლიო, რომელშიც ავტორიტარისტებს სჯერათ, რომ შეუძლიათ გზა გაიკვალონ იძულებისა და დაშინების მეშვეობით, ემუქრება ამერიკელების უსაფრთხოებას საზღვარგარეთ და მათ კეთილდღეობას შინ.

სენატორების ეს ჯგუფი მზადაა მხარი დაუჭიროს უკრიანის მიმართ გაზრდილ მხარდაჭერას, შეეწინააღმდეგოს პუტინის რევანშისტულ დღის წესრიგსა და დააძლიეროს აღმოსავლეთ ევროპაში მოკავშირეების მიმართ მხარდაჭერა”,-წერია განცხადებაში.

ხელმომწერი სენატორები:

მარკო რუბიო;

ჯინ შაჰინი;

ტომ ტილისი;

კრისტოფერ კუსნი;

ჯონი ერნსტი;

ჯეფრი მაკლი;

მაიკლ რაუნდსი;

კორი ბუკერი;

ჯონ ბარასო.

თეგები: ჯო ბაიდენი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved