Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისში, აჭარასა და იმერეთში გამოვლინდა.
„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 486 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 985 შემთხვევა, აჭარა – 569, იმერეთი – 563, ქვემო ქართლი – 205, შიდა ქართლი – 282, გურია – 145, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 290, კახეთი -192, მცხეთა-მთიანეთი -131, სამცხე-ჯავახეთი – 84, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -40“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 968 313 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 916 421, გარდაიცვალა 14 264 პაციენტი.
კომენტარები