“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის ოჯახში ტრაგედია მოხდა. როგორც პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, მას ბებია გარდაეცვალა.
“ჩემი უკეთილშობილესი, უსაყვარლესი და ულამაზესი ლიზიკო ბებია გარდაიცვალა.
საოცრად დიდი ამაგი აქვს შვილებზე და შვილიშვილებზე. ბევრი რამ მასწავლა. გამორჩეული იყო თავისი კეთილშობილებით, განათლებითა და პროფესიონალიზმით”, – წერს ვაშაძე ფეისბუქზე.

კომენტარები