• რეკლამა
  • კონტაქტი
10:23, კვირა, 23 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ინფიცირებულთა რაოდენობა ძალიან მაღალია და კადრების დეფიციტი იქმნება – მაია ბუწაშვილი აშშ-ში იზოლაციის და კარანტინის ვადების შეცვლის შესახებ წერს

ალია ავტორი - ალია
18:59 01-10-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

ომიკრონის ფართო გავრცელებასთან დაკავშირებით 27 დეკემბერს აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შეცვალა იზოლაციის და კარანტინის ვადები – ამის შესახებ ექიმი-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

ომიკრონის ფართო გავრცელებასთან დაკავშირებით 27 დეკემბერს აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შეცვალა იზოლაციის და კარანტინის ვადები. აქვე კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, ტერმინი იზოლაცია ეხება კოვიდ დადასტურებულ პირს, ხოლო კარანტინი კონტაქტში მყოფ პირს.ასევე დავაზუსტებ, რომ ეს ცვლილება საქართველოში ჯერ არ არის ძალაში და ამიტომ ჩვენ ისევ სტანდარტულ ვადებს ვასრულებთ.CDC ცვლილების თანახმად, იზოლაცია- კოვიდის დადასტურების შემდეგ იზოლაციის ვადა შემცირდა 5 დღემდე, თუ სიმპტომები გაქრა ან პაციენტი თავიდანვე უსიმპტომო იყო.- ამის შემდეგ კიდევ 5 დღე ნიღბის აუცილებელი გამოყენება.კარანტინი- თუ პირი ვაქცინირებულია ბოლო 6 თვის განმავლობაში ან გაკეთებული აქვს ბუსტერ დოზა (ფაიზერი ან მოდერნა), კოვიდის მქონესთან კონტაქტის შემთხვევაში არ გადადის კარანტინში, მაგრამ 10 დღე მკაცრად უნდა ატაროს ნიღაბი და მე-5 დღეს ჩაიტაროს ტესტირება, თუ ეს შესაძლებელია.- თუ ვაქცინიდან 6 თვეა გასული ან საერთოდ არ არის ვაქცინირებული, მაშინ 5 დღიანი კარანტინი და შემდეგი 5 დღე ნიღბის მკაცრად გამოყენება.სავარაუდოდ, იზოლაციის და კარანტინის ვადების შემცირება უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა ძალიან მაღალია და სამუშაო ადგილებზე კადრების დეფიციტი იქმნება – წერს ბუწაშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved