• რეკლამა
  • კონტაქტი
02:29, ორშაბათი, 16 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გიორგი არველაძე: “მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს აქვს ზეადამიანური უნარი მოიზიდოს ინტერესი საქართველოს მიმართ!ქოცისტანი ყველას ყოველთვის ფეხებზე ეკიდება.!”

ალია ავტორი - ალია
12:50 01-10-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
94

„ამ ურთულეს ვითარებაში (აქეთ ივანიშვილი, იქით პუტინი), მთელი საქართველოს ყურადღება და მოლოდინი მიპყრობილია დასავლეთის და კონკრეტულად ამერიკის რეაქციებსა და ნაბიჯებზე. სასიცოცხლო მნიშვნელობით გვაინტერესებს რას იტყვიან, სად გვახსენებენ, სად გაგვიხსენებენ, მოგვხედავენ თუ არა.. და ა.შ.“ – წერს სოციალურ ქსელში ემიგრაციაში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსანი, საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი არველაძე.

მისი თქმით, საზოგადოების დიდი ნაწილი, დასავლეთის უყურადღებობის გამო იმედგაცრუებულია.
„ამ ინტერესს კი მოსდევს ტრაგიკული რეალიზაცია იმისა, რომ არსადაც არ გვახსენებენ და აღარც გვიხსენებენ… თითქოს აღარ ვარსებობთ. შესაბამისად, სულ უფრო ხშირად ვხედავთ ამის გამო დასავლეთზე, ამერიკასა თუ მის რომელიმე პრეზიდენტზე განაწყენებულ ქართველებს.
მეგობრებო, ნუ ბრაზობთ. უბრალოდ შეეშვით ამ ილუზიებს. შეეგუეთ იმ აზრს, რომ საქართველო მთლიანად ჩამოწერილია საერთაშორისო დღის წესრიგიდან. და ამაში დამნაშავე არც დასავლეთია ზოგადად, არც ამერიკა და არც მისი რომელიმე კონკრეტული ადმინისტრაცია.
საქართველო ჩამოწერა ქოცობამ და ქოციანობამ. ჩვენ ავირჩიეთ ეს გზა და ჩვენ ვერ (თუ არ) ვცვლით ამ კურსს,“- წერს გიორგი არველაძე და სიტუაციიდან გამოსავლის ერთადერთ გზად მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფაქტორს მიიჩნევს.

„თუ მოგენატრათ საქართველოს მიმართ საერთაშორისო ყურადღება, იცოდეთ, რომ ერთადერთი ძალა რასაც შეუძლია დააბრუნოს საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგში, ერთადერთი სტიქია, რასაც შეუძლია ისევ მნიშვნელოვნად აქციოს ეს ჩვენი, ყველას მიერ ფეხებზე დაკიდებული, ქვე-ყანა არის მიხეილ სააკაშვილი. არც რომელიმე პარტია, არც რომელიმე პოლიტიკოსი, არც რაიმე მოვლენა თუ ჩვენი ეროვნული დამსახურება არ და ვერ შემოაბრუნებს საერთაშორისო ინტერესს საქართველოსკენ გარდა ამ ერთი ადამიანისა. ასე იყო ადრეც, ასე არის ახლაც და ასე იქნება მომავალშიც.
მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს აქვს ზეადამიანური უნარი მოიზიდოს ინტერესი საქართველოს მიმართ და აქციოს იგი რაიმე მნიშვნელობის მქონედ, წერტილი. გინდ დამეთანხმეთ გინდ არა. ქოცისტანი ყველას ყოველთვის ფეხებზე ეკიდება. მაგრამ ქოცისტანი რომც არ ვიყოთ, მაინც ირელევანტურობის უდაბნოში ვიხეტიალებთ უსასრულოდ სანამ ეს ერთი კაცი, მიხეილ სააკაშვილი არ წაუძღვება ისევ ამ ქვეყანას.
მანამდე ნუ იბოღმებით დასავლეთზე და ნუ ბრაზობთ, რომ არ იმტვრევენ თავებს იმაზე ფიქრით, თუ როგორ გვიშველონ. მოეშვით ამ ილუზიებს და საკუთარი გამოგონილი მნიშვნელობით ბღენძვას. არანაირი მნიშვნელობა ჩვენ დღეს არ გაგვაჩნია, ჩვენ როგორც ერმა თავად ვიზრუნეთ ამაზე – ჯერ ქოცების არჩევით და მერე იმით, რომ თავზე დავისვით ეს ბაღლინჯო და ვეგუებით.
სულ რომ ყურებზე იარონ, არცერთ ქართველს მიხეილ სააკაშვილის გარდა, დღეს არ ძალუძს საქართველოს საერთაშორისო რუქაზე დაბრუნება,“ – წერს გიორგი არველაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved