ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 2 618 130 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 8 168 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 296 496 809 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 5 462 631 ადამიანი გარდაიცვალა.
მსოფლიოში, კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა „ომიკრონი“ შტამის გავრცელებას უკავშირდება.
კომენტარები