უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო „ინსტაგრამზე“ მორიგ მიმართვას ავრცელებს, და საზოგადოებას შობის დღესასწაულს ულცავს. საყურადღებოა, რომ იგი მიხეილ სააკაშვილს ამჯერად საერთოდ აღარ ახსენებს. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ექსპრეზიდენტსა და მის მეორე ცოლს შორის სერიოზული დაძაბულობაა:
„Შობას გილოცავთ! მეგობრები! ამ ნათელ დღეს გისურვებთ კომფორტს, ბედნიერებას, სიხარულს და სითბოს გულებში. დაე, მოხდეს სასწაულები. დაე, იყოს ბევრი ნათელი დღე, მოვლენა, სიახლე და მშვიდობამ და ჰარმონიამ დაისადგუროს თითოეული ჩვენგანში. მინდა, უკრაინელებს, ვუსურვო ერთიანობა, საერთო იდეები, მიზნები და ღირებულებები, უკრაინის მომავლის ხედვა. გილოცავთ შობას, ძვირფასო უკრაინელებო და მეგობრებო“, – წერს იასკო.
კომენტარები