კიევის პეჩერსკის სასამართლომ “ევროპული სოლიდარობის” პარტიის თავმჯდომარისა და სახელმწიფოს ყოფილ მეთაურის, პეტრო პოროშენკოს მთელი ქონება და აქტივები დააყადაღა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის ხელისუფლებამ ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ სახელმწიფო ღალატის ბრალდებით გამოძიება დაიწყო. უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს განცხადებაში ნათქვამია, რომ პოროშენკო ეჭვმიტანილია ტერორისტული ორგანიზაციების „საქმიანობის ხელშეწყობაში“ ადამიანთა ჯგუფთან, მათ შორის რუსეთის რამდენიმე მაღალჩინოსანთან, წინასწარ შეთქმულებაში მონაწილეობის გზით.
კომენტარები