ამერიკელი მსახიობი რობერტ დე ნირო ყოფილ ასისტენტs, გრეჰემ ჩეიზ რობინსონს უჩივის. Report.ge-ს ინფორმაციით, ქალმა მას 6 მილიონი დოლარი მოჰპარა.
ქალი მსახიობის საკრედიტო ბარათს ოთხი წლის განმავლობაში იყენებდა, მათ შორის ძაღლების ძიძისა და პილატესის საფასურის გადახდისათვის. გარდა ამისა, ყოფილი ასისტენტი მსახიობის ფულს იყენებდა ძაღლის ძიძისთვის ხელფასის გადასახდელად, პილატესის გაკვეთილებისთვის, საკვებისთვის, ტაქსისთვის, ტელეფონისთვის, სასტუმროში განთავსებისა და სხვა პირადი საჭიროებებისთვის.
ქალმა შეგებებული სარჩელი შეიტანა და მსახიობი ემოციურ ძალადობაში დაადანაშაულა.
მისი მტკიცებით, მსახიობი მისგან „ზურგის ფხანას, ჰალსტუხის შეკვრას, საყელოს გასწორებას და პერანგზე ღილების შეკვრას“ ითხოვდა. ჩეის რობინსონი თავის სარჩელში აღნიშნულ ფაქტებს „არასასურველ კონტრაქტად აღწერს“.
რობინსონი ამტკიცებს, რომ დე ნიროს მას „ვიაგრას რეცეპტის შესახებ ეხუმრებოდა და ახალგაზრდა საყვარელს ადარებდა“.
ჰოლივუდის ვარსკვლავის თანაშემწე აცხადებს, რომ მას მამაკაც თანამშრომლებთან შედარებით, დაბალი ანაზღაურება ჰქონდა და დამქირავებელი „ქალის საქმის გაკეთებას ავალებდა“.
თავად რობერტ დე ნირო აცხადებს, რომ ყოფილი თანაშემწე მისი რეპუტაციის შელახვას ცდილობს.
კომენტარები