რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული კომიტეტის წევრმა, სულთან ხამზაევმა მხარი დაუჭირა რეფერენდუმის ჩატარებას “ყაზახეთის ისტორიულ სამშობლოსთან – რუსეთთან გაერთიანების შესახებ.” ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
“ცენტრალური აზია რუსული მიწაა! ქსელში მიდის განხილვა რუსეთთან ყაზახეთის შესაძლო გაერთიანების შესახებ. პირადად ჩემი, როგორც რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პოზიციაც ასეთია, განურჩევლად პოლიტიკისა და თანამდებობისა. მე მხარს ვუჭერ ყაზახეთში რეფერენდუმის ჩატარებას ყაზახეთის ისტორიულ სამშობლოსთან – რუსეთთან გაერთიანების შესახებ“, – წერს ხამზაევი Facebook-ზე.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი “ყველა განცხადებას რუსულ ენაზე აკეთებს”. ხამზაევი მსგავს ინიციატივას “ნამდვილი დემოკრატიის კარგ გამოვლინებად” მიიჩნევს.
კომენტარები