იტალიაში, ბოლონიის რეგიონში, გამვლელმა ქალმა გზად 10 500 ევრო იპოვა. კონვერტით ხელში მალევე პოლიციის განყოფილებას მიაკითხა, რომ ნაპოვნი თანხა პატრონისთვის გადაეცათ.
41 წლის მამაკაცს (თანხის მფლობელს) საბანკო ტრანზაქცია უნდა განეხორციელებინა, თუმცა 10 500 ევროთი სავსე კონვერტი ქუჩაში დაკარგა. თანხის მფლობელი ყველგან ეძებდა, ეკითხებოდა გამვლელებს, მაგრამ ამაოდ.
51 წლის ჩინცია ვიტალის წყალობით კი მფლობელმა კუთვნილი თანხა დაიბრუნა.
კომენტარები