• რეკლამა
  • კონტაქტი
23:14, კვირა, 23 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უნიათოებო, დაინახეთ რომ ქაქში ხართ და ხალხს შია!” – მამა პეტრე მთავრობას მიმართავს

ალია ავტორი - ალია
16:26 01-06-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
115

იმ დონეზე დაეცით და ძირს ფორთხავთ, იმას გეხვეწებით, რომ ამ ზამთარს არ გაგვყინო, თქვენი გაუმაძღრობის და უსამართლობის გამო – სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოღვაწე მამა პეტრე კვარაცხელია საქართველოს მთავრობას და მის მეთაურს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს და ღიად უპირისპირდება.

“საქართველოს უნიათო მთავრობა, რა გგონია, გავჩუმდები?!

მგონი არც იცით, ვინ გადაგეკიდათ, მაგრამ ეს ჩემი ბრალი არ არის, თქვენ მაიძულეთ, ეს ნაბიჯები გადამედგა..

ხომ არ გგონიათ, რომელიმე პოლიტიკური პარტია ამოვიყენო გვერდზე და თქვენ სალაპარაკო მოგცეთ, ეს მღვდელი იმართებაო…

სამართავები გვერდით გყავთ, მაგრამ ვერც მათ მართავთ…

უმართავ სიტუაციაში აღმოჩნდით, ისევ თქვენი ,,გამჭრიახი” გონების წყალობით…

არც იფიქროთ, თქვენი ტროლების, ბოტების და ზომბების შემეშინდეს…

გვერდით ისევ თქვენი ამომრჩევლები მეყოლება და ისე მოგადგებით…

ის ხალხი, ვისაც უკანასკნელი იმედი გადაუწურეთ, ვისაც ყველა ოცნება წაართვით და მხოლოდ ერთი ბელადის გარშემო ტრიალებთ…

ჩვენი, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ნაწილის მოთხოვნა არის ერთი – გააუმჯობესეთ სოციალური ფონი, გადახედეთ კომუნალურებს და თქვენ მიერ დახარჯულ დენს და გაზსაც ჩვენ ნუ გვახდევინებთ…

შეიცოდეთ ემიგრანტები, ის წელში გადაწყვეტილი ხალხი და მიეცით არსებობის უფლება…

თუ ეს ქვეყანა ფეხზე დგას, მხოლოდ მათი დამსახურებაა, თქვენი წყალობით, ერთი წელი ვერ გავძლებდით…

ღარიბაშვილო, შენი ძალიან პრიმიტიული ზღაპრები, ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, საკუთარ შვილებსაც არ მოუყვე, მომავალი თაობა მაინც არ მოწამლო ტყუილებით და ბოდვებით…

თუ ასე ძალიან მოგწონს ილუზიაში ცხოვრება, სარკის პირისპირ ისაუბრე, რომ საკუთარი ჭია მაინც გამოკვებო…

საქართველოს მთავრობა, (თუკი ასეთი დეფინიცია არსებობს), დაინახეთ, რომ ქაქში ხართ და ხალხს ძალიან შია…

საკუთარი სახლის კედლებზე გაიკარით, სიცოცხლის, სინათლის და სიყვარულით სავსე ქალაქების ტრაფარეტები, ჩვენ ასეთ ქვეყანაში კარგა ხანია აღარ ვცხოვრობთ…

თქვენ ყველაფერს ხაზი გადაუსვით, ყველა წითელი ხაზი დაარღვიეთ…

თქვენ გაანადგურეთ საკუთარი ქვეყნის მოსახლეობა და გენოციდი მოუწყვეთ საკუთარ ხალხს…

თქვენ მეასედ და მეათასედ აქციეთ დევნილებად, 250 ლარზე დარჩენილი ადამიანები…

შიმშილს აიტანს კაცი, მაგრამ სულიერი შიმშილი, სულში ჩაფურთხება და ღირსების შელახვა გაუსაძლისია…

იმ დონეზე დაეცით და ძირს ფორთხავთ, იმას გეხვეწებით, რომ ამ ზამთარს არ გაგვყინო, თქვენი გაუმაძღრობის და უსამართლობის გამო…

არავინ გაბედოს, არ შემეხმიანოს და მორალის კითხვა არ დამიწყოს… არავის გაქვთ უფლება, ასე მოიქცეთ…

მე მხოლოდ მას ,,ვემორჩილები” ვინც ჩვენზე-ხალხზე, ჩემს შვილებზე ზრუნავს და ადარდებს, როგორ ვცხოვრობთ, რა გვაწუხებს, რა გვიხარია, რა გვწყინს…

დანარჩენებმა კარი მიიხურეთ და დადუმდით…

ისეთს არაფერს ვითხოვთ – ,,შუქს ნუ ჩამიქრობ”-თ!..”, – წერს მამა პეტრე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved