სულ მაინტერესებდა, ‘ქართველობას გვართმევენ,’ რას ნიშნავს და მგონი ესაა!– „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში ხუმრობანარევ პოსტს აქვეყნებს:
„ჩემმა ევროპაში გაზრდილმა ძმისშვილებმა, საკუთარი თავი აღმოაჩინეს ერთ ქართულ გაზეთში, ჩემთან ინტერვიუს თანდართულ ფოტოებში. ბავშვებმა სასწრაფოდ გამოთქვეს სურვილი, გაზეთისთვის ეჩივლათ, მათი ფოტოების უნებართვოთ გამოყენებისთვის. როდესაც გაიგეს, რომ ნებართვა მე გავეცი-მაშინ შენ გიჩივლებთო. ჩემთან ფოტოების გადაღებას კი, ემბარგო დაადეს.სულ მაინტერესებდა, ‘ქართველობას გვართმევენ,’ რას ნიშნავს და მგონი ესაა!“ – წერს სალომე სამადაშვილი.
კომენტარები