რუსთაველის თეატრის მსახიობი, ნიკა ქაცარიძე 43 წლის ასაკში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაცით, ის გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა.
ჟურნალ „გზის“ ჟურნალისტმა ნინო ჯავახიშვილმა, სოციალურ ქსელში მსახიობის ხელნაწერი გაავრცელა, სადაც მსახიობი თავის უკანასკნელ ახალ წელს თოვლის ბაბუას მიმართავს.
„ძვირფასო თოვლის ბაბუ, გეხვეწები, საქართველო მიმყოფე ბედნიერი და ქართველები, დიდი მადლობა“, – წერდა მსახიობი.
კომენტარები