• რეკლამა
  • კონტაქტი
16:17, კვირა, 15 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ომიკრონის” სწრაფი გავრცელების გამო, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შეზღუდვებს აწესებენ

ალია ავტორი - ალია
18:50 01-05-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

“ომიკრონის” გამო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შეზღუდვებს აწესებენ. ბოლო 24 საათში ამერიკის შეერთებულ შტატებში ინფექციით ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი დაავადდა. ქვეყნის სხვადახვა შტატში იხურება სკოლები და უქმდება ავიარეისები.

საფრანგეთში კი, კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამოჩენის შემდეგ, ქვეყნის პარლამენტი სავალდებულო კოვიდ პასპორტების მოთხოვნის გამკაცრებაზე მსჯელობს.

ქვეყნების ჯანდაცვის სისტემა მედპერსონალის დანაკლისს განიცდის. შეერთებულ შტატებში კი კოვიდ შემთხვევების დღიურმა მაჩვენებელმა რეკორდი მოხსნა, რის გამოც ქვეყნის პრეზიდენტმა სპეციალური ბრიფინგი გამართა და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

“როგორც იცით სრულად ვაქცინირებულები და ბუსტერ დოზიანებიც შეიძლება დაინფიცირდნენ, თუმცა ძალიან დაბალი ალბათობაა, რომ ამან სერიოზული ავადმყოფობა გამოიწვიოს. თუ ვაქცინა და ბუსტერი გაიკეთეთ, თქვენ ძალიან დაცული ხართ. ამერიკაში 35 მილიონი ადამიანი ჯერ კიდევ არ არის აცრილი. ჩვენ ხელთ გვაქვს საკმარისი ვაქცინები, რომ ყველა ამერიკელი სრულად აიცრას , მათ შორის ბუსტერითაც. არ არსებობს აუცრელობის რაიმე გამართლება. ეს კვლავ არავაქცინირებულთა პანდემიაა,”- აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი.

რაც შეეხება ინდოეთს, აქ ვირუსის მესამე ტალღას ებრძვიან. “ომიკრონმა” ქვეყანაში შემთხვევების 4-ჯერ მატება გამოიწვია, რის გამოც რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდა. ჩინეთში კი ახალი კოვიდკლასტერების აღმოჩენის გამო, ქალაქ სიანის ლოკდაუნის შემდეგ, სხვა ქალაქებშიც არ გამორიცხავენ შეზღუდვების დაწესებას.

შექმნილი ეპიდვითარების გათვალისწინებით იაპონიამ კუნძულ ოკინავაზე შესაძლებელია საგანგებო ზომები მიიღოს. რიო დე ჟანეიროში კი ყოველწლიური კარნავალი გაუქმდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved