• რეკლამა
  • კონტაქტი
15:13, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ლეიბორისტები” “თელმიკოს” წინააღმდეგ – “ვითხოვთ თაღლითული სქემის გამოძიებას” – საჩივარი სრულად

ალია ავტორი - ალია
18:15 01-05-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
145

ლეიბორისტული პარტია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “ალია” უცვლელად გთავაზობთ:

დღეს ლეიბორისტულმა პარტიამ გენერალურ პროკურატურაში შეიტანა განცხადება კომპანია “თელმიკოს” წინააღმდეგ სავარაუდო თაღლითური სქემის გამოძიების მოთხოვნით.

შეგახსენებთ, უამრავ მოქალაქეს მიუვიდა არარეალურად გაზრდილი გადასახადები და ასევე დაფიქსირდა განსხვავებული ქვითრის 2-ჯერ და 3-ჯერ მიღების ფაქტები

გთავაზობთ განცხადების ტექსტს უცვლელად:

განცხადება/საჩივარი

მოგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) გადაწყვეტილებით, ბაზარზე შემოვიდა შპს თბილისის ელექტრომომწოდებელი კომპანია ,,თელმიკო“ (ს/კ 406312690) მომხმარებლები ელექტროენერგიის საფასურის ქვითარს იღებენ „თელმიკოსგან“ ხოლო, დასუფთავების და წყლის დავალიანების შესახებ ქვითრებს კვლავ „თელასი“-საგან. ბაზარზე შემოსვლისთანავე ,,თელმიკო“-ს მხრიდან ადგილი აქვს მომხმარებელთა მოტყუებას, თანხების გამოძალვას და მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას. უკვე მერამდენედ ხდება მომხმარებელზე არარეალური გადასახადის დარიცხვა. დღეის მდგომარეობით აღრიცხვის კვანძები „თელასი“-ს მფლობელობაშია, მაგრამ მათ წაკითხვას ახორციელებს ,, თელმიკო“ და სწორედ წაკითხვისას ხდება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, შეგნებულად არარსებული (გაზრდილი) ჩვენების დაფიქსირება და დაშინებით, რომ გადაუხდელობის შემთხვევაში მომხმარებელს შეუწყდება ელ. ენერგიის მიწოდება, ხდება არარეალური თანხების იძულებით ამოღება, რაც ძალიან მძიმე ტვირთად აწვება მომხმარებელს და რასაც უკვე მიეცა სისტემატიური ხასიათი.

აღნიშნულ ფაქტს ადგილი ჰქონდა, ასევე ახალი წლის წინა დღეებშიც, რადგან მომხმარებლებს მოუვიდათ ელ. ენერგიის გაცილებით დიდი და არარეალური გადასახადი. როგორც მოგეხსენებათ ს.ს ,,თელასი“-ს მომხმარებელთა დეპოზიტები ავტომატურად გადავიდა „თელმიკოში“ და აისახა მომხარებლის სააბონენტო ბარათზე რა დროსაც განხორციელდა რიგი დარღვევები, რადგან შეგნებულად არ ხორციელდება სწორი მონაცემების ასახვა და დიდი ოდენობით თანხები ,,დაიკარგა“ თელმიკოს სასარგებლოდ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ თანახმად განსაზღვრულია მომხმარებლის უფლებები, აღნიშნული უფლებების თანახმად ,,მომხმარებელი უფლებამოსილია, შეარჩიოს მიმწოდებელი, დადოს მასთან მიწოდების ხელშეკრულება მისთვის მისაღები პირობებით და მიიღოს მიწოდების მომსახურება ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

მომხმარებელს უფლება აქვს, ამ წესებით დადგენილი პირობებით, შეცვალოს მიმწოდებელი. დაუშვებელია, მიმწოდებელმა ან სხვა პირმა ხელი შეუშალოს მომხმარებელს მიმწოდებლის შეცვლის უფლების განხორციელებისას“, რაც მოცემულ შემთხვევაში აბსოლუტურად უგულვებელყოფილია, მაგრამ გარდა ამ წესების უხეში დარღვევებისა სახეზეა, ასევე სისხლის სამართლის დანაშაულის ფაქტები კერძოდ, სახეზეა საქართველოს სსკ 180-ე მუხლის შემადგენლობა ,,თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით“, ასევე შესაძლებელია სახეზე იყოს საქართველოს სსკ 182-ე მუხლის შემადგენლობა, გარდა ამისა იკვეთება იმავე კოდექსის XXIX-ე თავით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტებიც ,,დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ“.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებელია აღნიშნული ფაქტის გამოძიება რის გამოც მოგმართავთ საჩივრით და გთხოვთ: უმოკლეს ვადაში გამოიძიოთ აღწერილი ფაქტი, მისცეთ მას სწორი კვალიფიკაცია და დასაჯოთ დამნაშავე პირები.

პატივისცემით, პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი

თეგები: თელმიკოშალვა ნათელაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის
ახალი ამბები

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის

13:39 07-07-2025
წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved